Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა
  • ნაპოლიმ ლივერპულს ბოლო წუთზე ლორენცო ინსინიეს გოლით სძლია
  • იურგენ კლოპისთვის ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგაში 50-ე იყო

C ჯგუფში მეორე ტურის პირველი მატჩი ნაადრევად გაიმართა - პსჟ-მა ნეიმარის ჰეთ თრიკით ცრვენა ზვეზდა გაანადგურა (6:1), ჯერი ნეაპოლზე მიდგა, სადაც სათამაშოდ პირველ ტურში ჯგუფში გალიდერებული ლივერპული ჩავიდა. 

"სან პაოლოზე" მატჩს ინციდენტები უძღოდა. ნაპოლის რადიკალი ფანატები, რომლებიც სკუტერებზე იყვნენ ამხედრებულნი, თამაშის წინა დღეს ქალაქის ქუჩებში რეიდებს მართავდნენ, რათა სადმე ლივერპულელ ქომაგებს გადაყროდნენ და მათთვის "ჭკუა ესწავლებინათ". როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, ნეაპოლში რამდენიმე შეტაკება მოხდა და ერთ-ერთი ინგლისელი გულშემატკივარი საავადმყოფოშიც აღმოჩნდა.

ნეაპოლელი ულტრასები ყურადღების ცენტრში თამაშამდეც მოექცნენ

ნაპოლი 1:0 ლივერპული

გოლი: 1:0 ინსინიე (90')

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჰამშიკი (81' ზელინსკი), რუისი (68' ვერდი) - კალეხონი, მილიკი (68' მარტენსი), ინსინიე.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი - მილნერი (76' ფაბინიო), ვეინალდუმი, კეიტა (19’ ჰენდერსონი) - სალაჰი, ფირმინო, მანე (88' სტარიჯი).

რაც შეეხება შეხვედრას, ისე გამოვიდა, რომ ლივერპულს კარის უსაფთხოებაზე ზრუნვა თავიდანვე მოუხდა, კონტრშეტევის განხორციელების მისი მცდელობა კი, როგორც წესი, ძალიან სწრაფად იფუშებოდა - ბურთი სალაჰამდე და მანემდე მეტწილად ვერ აღწევა. ნაპოლი ცდილობდა, მაგრამ ფანტაზიის გარეშე და ნეაპოლელთა მრავალრიცხოვან შეტევებს სიმწვავე აკლდა.

ნაბი კეიტას ტრავმამ ლივერპულის გეგმები შეცვალა

გამორჩეული ეპიზოდი კი დასაწყისშივე იყო, როდესაც ალისონის კარს ლორენცო ინსინიე დაემუქრა. შორეული კუთხისკენ მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.

მალევე იურგენ კლოპს ცვლილების განხორციელებაც მოუხდა - უკვე მე-19 წუთისთვის ნაბი კეიტა დაშავდა და მოედნიდან მობილით გაიყვანეს, მისი ადგილი კი ჯორდან ჰენდერსონმა დაიკავა.

ლივერპილის თავკაცს სანერვიულო მთელი მატჩის განმავლობაში არ მოკლებია

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ტაქტიკა შეცვალეს - ლამის ყველა პოზიციიდან ურტყამდენ ლივერპულის კარში, ალისონსაც საქმე გაუმრავლდა და მაგრამ გოლი არ გადიოდა. 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ანგარიში ბოლო წუთამდე არ გახსნილა, ლივერპულელთა ცენტრალური მცველების: ჯოზეფ გომესისა და ვირჯილ ვან დეიკის საიმედო თამაში იყო. 

დაუჯერებელია, მაგრამ სალაჰს და კომპანიას ნაპოლის კარის ჩარჩოში ერთხელაც არ დაურტყამთ 

ძალიან მაგარი მომენტი მასპინძლებს მე-80 წუთზე, შეტევის მარცხენა ფრთიდან მარიუ რუის ჩაწოდებისა და შეცვლაზე შემოსული დრის მარტენსის თაურის შემდეგ ჰქონდათ, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. ლივერპული გადარჩა.

კარის გადარჩენაზე ზრუნვა დავიდ ოსპინასაც დასჭირდა - რომაელთა კოლუმბიელ კიპერს მოჰამედ სალაჰის შეჩერება საჯარიმოს გარეთ ვარდნაშიც მოუხდა. 

ლორენცო ინსინიემ თავისი მაინც გაიტანა

და მაშინ, როდესაც ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, ხოსე კალეხონმა მარჯვენა ფრთიდან პასი ლივერპულის საჯარიმო მოედანში გააკეთა, შორეულ ძელთან კი ბურთს ვარდნაში ლორენცო ინსინიემ მიუსწრო და გამარჯვების გოლი შეაგდო. სამ წუთში უკვე მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ანჩელოტის ლივერპული 2007 წელს ლიგის ფინალშიც ჰყავს დამარცხებული - მილანის თავკაცის რანგში 

კარლო ანჩელოტის გუნდმა ამ გამარჯვებით 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში გალიდერდა. 3-3 ქულა აქვთ ლივერპულსა და პსჟ-ს. ცრვენა ზვეზდა 1 ქულით მეოთხეა. მესამე ტურში, 24 ოქტომბერს, ნაპოლი პარიზში ჩავა, ლივერპული კი ცრვენა ზვეზდას მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები