Thumbnail
  • ბარსელონამ უემბლიზე კვლავ მოიგო
  • ლონდონელებს ლიდერების არყოფნა დაეტყოთ...

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, ტოტენჰემ ჰოთსპურმა ბარსელონას უემბლიზე უმასპინძლა და უხვგოლიანი მატჩი კატალონიელების გამარჯვებით - 2:4 დასრულდა. ტოტენჰემს აშკარად დაეტყო საკადრო პრობლემები, გუნდს დაცვის ლიდერი - იან ვერტონგენი, ასევე შემტევები - კრისიტიან ერიკსენი და დელე ალი აკლდა.

შეხვედრა ტოტენჰემისთვის ცუდად დაიწყო, ბარსელონას კონტრშეტევა მარცხენა ფლანგიდან გაგრძელდა, სადაც შეტევაში ჯორდი ალბა ჩაერთო. მოულოდნელად, ტოტენჰემის კაპიტანმა - უგო ლორისმა კარი დატოვა, ალბამ კი ბურთი უკან ფილიპე კოუტინიოს გადააწოდა, რომელსაც ცარიელ კარში გატანა არ გაჭირვებია.

კოუტინიოს ეპიზოდი

მოგეხსენებათ ლორისი, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო სასამართლობეში იყო გახვეული და გასული რამდენიმე მატჩი ფრანგმა გამოტოვა, უთამაშებლობა კი დღევანდელ მატჩში პირველივე წუთებზე დაეტყო.

მეორე გოლიც ბარსელონას კონტრ-შეტევას მოჰყვა, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მომენტი, სპურსის კოლუმბიელი მცველის - დავინსონ სანჩესის შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ბურთი თავზე გადაახტა. შემდეგ შეტევას გაგრძელება ლუის სუარესმა მოუძებნა და საჯარიმოს გარედან, ულამაზესი დარტყმით ივან რაკიტიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

რაკიტიჩის ეფექტური გოლი

ტოტენჰემს მთელი ტაიმი ღირებული არაფერი გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით ჰარი კეინის შორეულ დარტყმულს, რომელიც ინგლისელმა კარგად შეასრულა, თუმცა ტერ შტეგენი ბურთს ადგილზე დახვდა. პირველი ტაიმის მიწურულს, კიდევ ერთი შანსი ლუის სუარესს ჰქონდა, თუმცა ბურთი ლორისის კარს ასცდა.

ტოტენჰემი 2:4 ბარსელონა
 

გოლები: 0:1 ფელიპე კოუტინიო (2), 0:2 ივან რაკიტიჩი (28), 1:2 ჰარი კეინი (52), 1:3 ლიონელ მესი (56), 2:3 ერიკ ლამელა (66), 2:4 ლიონელ მესი (90) 

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, დევისი, სანჩესი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი, ვანიამა (57, დაიერი), ვინსკი, სონი (66, სისოკო), ლამელა (79, ლორენტე), ლუკასი, კეინი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, სემედო, პიკე, ლანგლე, ალაბა, არტური (87, ვიდალი), ბუსკეცი (91, ვერმაელენი), რაკიტიჩი, კოუტინიო (83, რაფინია), მესი, სუარესი

მეორე ტაიმი ისევ ბარსელონას აქტიურობით დაიწყო და ლიონელ მესის ორი იდენტური მომენტი ჰქონდა, ორივე ეპიზოდში ბურთი უგო ლორისი კარის ძელს მოხვდა. მესის მეორე მომენტიდან მალევე, 52' წუთზე ბურთი ჰარი კეინმა მიიღო და მეტოქე ეფექტური მოძრაობით ჩამოიტოვა, ტოტენჰემის ლიდერმა ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

კეინის გოლიდან 4 წუთში, ბარსელონას შეტევა ისევ მოედნის ცენტრიდან განვითარდა, სადაც ვიქტორ ვანიამა დღეს მაინც და მაინც დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით ყვითელი ბარათის შემდეგ. შედეგად, მესი-ალაბა-მესის კომბინაცია ლიონელ მესის ძალიან ლამაზი გოლით დასრულდა.

ჰარი კეინის მეათე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

66' წუთზეც არგენტინელმა გაიტანა, ამჯერად ტოტენჰემიდან - ერიკ ლამელას დარტყმულს ტრაექტორია ლანგლემ შეუცვალა და ბურთი ტერ შტეგენის კარში შეგორდა - 2:3. გოლიდან მალევე, უგო ლორისი კიდევ ერთხელ გამოვიდა კარიდან კურიოზულად და ლამის მესის კიდევ გაატანინა.

ბოლო წუთებზე ორი კარგი მომენტი ჰქონდა ლუკას მოურას, ერთი ტერ შტეგენმა მშვიდად მოიგერია, ხოლო მეორეს ლანგლე გადაეღობა. მატჩის საბოლოო ანგარიში ისევ ლიონელ მესიმ დააფიქსირა, ტოტენჰემმა დაცვაში ისევ ბავშვური შეცდომები დაუშვა და ბარსას კაპიტანმა ლორისს ერთი-ერთზე იოლად აჯობა.

მესიმ პირველი გოლი უცნაურად აღნიშნა

ბარსელონას აქამდე, უემბლიზე ყველა ოფიციალური მატჩი ჰქონდა მოგებული - 1992 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი სამპდორიას წინააღმდეგ, 1999-00 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი არსენალის წინააღმდეგ და 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ.

საინტერესო ფაქტები
 

სპურსის 52 ნომერი - ოლივერ სქიფი პირველად მოხვდა კლუბის 18 კაციან განაცხადში

ჟერარდ პიკე გახდა მესამე ესპანელი მოთამაშე, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი ჩაატარა (96 ბარსელონაში, 4 მანჩესტერ იუნაიტედში)

ფილიპე კოუტინიომ გოლი 92 წამში გაიტანა, ამაზე სწრაფად ბოლოს მხოლოდ მარკ ვან ბომელმა გაიტანა 2005 წელს - პანათინაიკოსის წინააღმდეგ (36 წამი)

ლიონელ მესის ინგლისური გუნდების წინააღმდეგ - 21 გოლი აქვს გატანილი. არცერთი სხვა ქვეყნის გუნდების წინააღმდეგ, არგენტინელს ამდენი არ გაუტანია

ერიკ ლამელას გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში - მე-8000 აღმოჩნდა...

B ჯგუფის მეორე მატჩს ეინდჰოვენის ფილიპს სტადიონმა უმასპინძლა, სადაც პსვ მილანის ინტერს დაუპირისპირდა და მატჩი იტალიელეიბის გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

ინტერის ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

პსვ 1:2 ინტერი

გოლები: 1:0 როსარიო (27), 1:1 ნაინგოლანი (44), 1:2 იკარდი (60)

პსვ (4-3-3): ცოეტი, ესმორის ტასენდე, ვიერგევერი, შვააბი, დამფრისი, ჰენდრიქსი, პერეირო (75, მალენი), როსარიო, ბერგვინი, დე იონგი, ლოსანო.

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი, დ'ამბროსიო, სკინიარი, დე ვრი, ასამოა, ვესინო, ბროზოვიჩი, პოლიტანო (91, კანდრევა), პერიშიჩი, ნაინგოლანი (85, ვალერო) იკარდი.

შეხვედრაში ანგარიში 27' წუთზე პაბლო როსარიომ გახნსა, ხოლო მილანელებიდან გოლები, გუნდის ლიდერებმა - რაჯა ნაინგოლანმა და მაურო იკარდიმ გაიტანეს.

იკარდის გოლის ეპიზოდი

ინტერს, ბარსელონას მსგავსად 6 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. ორი ლიდერის მატჩი, კამპ ნოუზე 24 ოქტომბერს გაიმართება.

გამოკითხვა

ვინ იქნება ჩემპიონთა ლიგის ტოპ ესპანური კლუბი?

  • ბარსელონა
  • რეალი მადრიდი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია

კომენტარები

ბოლო ამბები