Thumbnail
  • მეტა 0:1 გაგრა
  • გურია 0:5 დინამო თბ.
  • ვიტ ჯორჯია 0:3 თელავი
  • 24 ოქტომბერი: შუქურა vs ტორპედო

ცნობილია სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებენ. მეოთხე გუნდი 24 ოქტომბერს გაირკვევა, როდესაც ქობულეთის შუქურა ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალში იოლი გამარჯვება მოიპოვა თბილისის დინამომ. კახა კაჭარავას გუნდი ლანჩხუთში გურიას დაუპირისპირდა და 5:0 სძლია მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ დინამომ მეტოქეს 5 გოლი 13-წუთიან მონაკვეთში გაუტანა. 58-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლევან შენგელიამ გახსნა ანგარიში. ორ წუთში გიორგი ივანიშვილმა ორამდე გაზარდა უპირატესობა. 68-ე წუთზე ლაშა თოთაძემ ანგარიში 3:0 გახადა, რასაც 70-ე და 71-ე წუთებზე ბუდუ ზივზივაძის დუბლი მოჰყვა. შედეგად, დინამომ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა საფეხბურთო კლუბი თელავი, რომელმაც ვიტ ჯორჯიას 3:0 მოუგო. ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს გაგრა, რომელმაც ბათუმის მეტა მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. 

გურია 0:5 დინამო თბ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები