Thumbnail

ფუტსალი | ტატიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდი მარცხით დაიწყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მფკ ტატიშვილი, იგივე TMC თბილისი აქტობესთან 2:6 დამარცხდა
  • საქართველოს ჩემპიონი მომდევნო მატჩს ხორვატულ გუნდთან გამართავს

საქართველოს ჩემპიონმა ფუტსალში მფკ ტატიშვილმა უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა. ქართული გუნდი ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონ აქტობეს დაუპირისპირდა და 2:6 დამარცხდა. ტატიშვილის რიგებში გოლები ვახტანგ კეკელიამ და გიორგი ქურდაძემ გაიტანეს. მომდევნო შეხვედრას ალექსანდრე ძაბირაძის შეგირდები 4 ოქტომბერს გამართავენ და ხორვატულ ვრიემე მაკარასკას დაუპირისპირდებიან. 

მეინ რაუნდში ტატიშვილი მე-6 ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ელიტ რაუნდის ერთი საგზურისთვის 4 გუნდი იბრძვის. საქართველოს ჩემპიონი, რომელიც ამ ტურნირზე TMC თბილისის სახელით ასპარეზობს, ყაზახური აქტობეს და ხორვატული ვრიემ მაკარასკას გარდა, ფინურ კამპუკსენ-დინამოს გაუწევს კონკურენციას. მატჩებს ხორვატიის ქალაქი მაკარასკა მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები