Thumbnail
  • გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის Interperformances Player of the Week გახდა
  • ABA-ს ოფიციალურმა საიტმა კი მისი მომავალი მეტოქე გამოარჩია

eurobasket.com-ის ინფორმაციით, ადრიატიკის ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე გოგა ბითაძე გახდა, მას Interperformances Player of the Week ტროფეი გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ლიგის პირველ ტურში 19 წლის ქართველი ცენტრის მეგა ბიმაქსმა სტუმრად 80:79 დაამარცხა იგოკეა. გოგას ანგარიშზეა 24 ქულა და 12 მოხსნა. ქართველმა კალათბურთელმა ორქულიანები საოცარი სიზუსტით ისროლა (72.7%). 

"ბითაძე მხოლოდ მეორე სრული სეზონია მეგა ბიმაქსში და უკვე ძნელი წარმოსადგენია ეს გუნდი მის გარეშე", - წერს eurobasket.com.

ბითაძე პირველი ტურის შემდეგ ქულებში ადრიატიკის ლიგაში მე-4 ადგილზეა, მოხსნებში კი - მეორეზე. მეორე ადგილზე გავიდა დრაგან აპიჩი, ბელგრადის FMP-ის მძიმე ფორვარდი - 29 ქულა, 5 მოხსნა. მესამეზე კი ზადარელი ლუკა ბოჟიჩი გავიდა - 22 ქულა, 16 მოხსნა. 

ადრიატიკის ლიგის (ABA) ოფიციალურმა საიტმა პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დრაგან აპიჩი დაასახელა. 5 ოქტომბერს მეორე ტურში მეგა ბიმაქსი FMP-ს მასპინძლობს, ასე რომ ბითაძისა და აპიჩის უშუალო დაპირისპირებას ვნახავთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ Interperformances Player of the Week ესპანურ ACB ლიგაში თორნიკე შენგელია გახდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები