Thumbnail

გინესის ახალი რეკორდი - ექსტრემალი სერფერი 21-მეტრიანი ტალღის წინააღმდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბრაზილიელმა მაია გაბეირამ გინესის ახალი რეკორდი დაამყარა
  • ექსტრემალი სერფერი 21-მეტრიან ტალღას გაუმკლავდა

მაია გაბეირა პირველი ქალი სერფერია, რომელმაც თითქმის 21-მეტრიანი ტალღის მიუხედავად, გამოსვლა დაასრულა. ექსტრემალური სერფინგი სპორტის ახალი სახეობაა და მას მსოფლიოს მასშტაბით ჯერ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მისდევს. სპორტის ამ ექსტრემალური სახეობის მოყვარულები ძირითადად ბრაზილიელები არიან.

31 წლის მაია გაბეირა რიოდანაა, სერფინგში თითქმის 10 წელია გამოდის, ბოლო დროს კი ექსტრემალური სერფერიც გახდა. რეკორდი მან პორტუგალიაში დაამყარა.

 📺 ვიდეო: მაია გაბეირას რეკორდი

კომენტარები

ბოლო ამბები