Thumbnail
  • ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის მე-8 ტური გაიმართა
  • საქართველოს ქალთა და ვაჟთა პირველმა გუნდებმა მარცხი იწვნიეს

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე- 8 ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდა, რომელიც ტურნირზე მე-8 ნომრად არის განთესილი. ქართული გუნდი მედლებისთვის იბრძვის და გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა სამწუხაროდ დამარცხდა, 1:3. ამ მარცხით ყველაფერი არ დასრულებულა და საქართველოს ნაკრებს მედლებისთის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია, თუმცა სიტუაცია ძალიან გართულდა. მითუმეტეს, კონკურენტებმა: უკრაინამ და ჩინეთმა დამაჯერებლად მოიგეს. 

საქართველო ნაკრების კაპიტანმა ელიზბარ უბილავამ მძიმე შეხვედრის შემდეგ, ბელა ხოტენაშვილი დაასვენა და მეოთხე დაფაზე თამაშის შანსი მერი არაბიძეს მისცა. პირველი შეხვედრა სწორედ არაბიძემ დათმო. მალვე ძაგნიძე მეტოქეს ყაიმზე შეუთანხმდა, რასაც ჯავახიშვილის მარცხი და ბაციაშვილის ყაიმი მოჰყვა. მოკლედ, ქართველმა მოჭადრაკეებმა შავი ფიგურებით ორივე დაფაზე წააგეს, თეთრებით კი მხოლოდ ყაიმს დასჯერდნენ.

საქართველოს ქალთა მეორე გუნდი აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდა. გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ გუნდს საუკეთესო ათეულში შესვლის შანსი გაუჩნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, დაპირისპირება აზერბაიჯანელთა გამარჯვებით დასრულდა. ქალთა მესამე ნაკრები ალჟირს შეხვდა და 2.5:1.5 აჯობა მეტოქეს. 

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა 1.5:2.5 დათმო. ნინო გურიელმა წინა დაპირისპირებაში გამარჯვებული ოთხეული არ შეცვალა, თუმცა ამჯერად, ქართველმა მოჭადრაკეებმა წარუმატებლად იასპარეზეს. ვაჟთა მეორე გუნდს არ გასჭირვებია ნეპალის ძლევა, 3.5:0.5. მესამე გუნდმა ინდონეზიასთან 2:2 ითამაშა. 

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - ყაზახეთი 1:3
1. ნანა ძაგნიძე - დინარა სადუაკასოვა 0.5:0.5 
2. ლელა ჯავახიშვილი - ჟანსაი აბდუმალიკი 0:1 
3. ნინო ბაციაშვილი - გულისხან ნახბაიევა 0.5:0.5 
4. მერი არაბიძე - გულმირა დაულეტოვა 0:1

საქართველოს მეორე ნაკრები - აზერბაიჯანი 1.5:2.5
1. სალომე მელია - გუნაი მამადზადა 0:1 
2. ინგა ჭარხალაშვილი - ზეინაბ მამედჟაროვა 1:0 
3. სოფიო გვეტაძე - ხანიმ ბალაჟაიევა 0:1 
4. სოფიკო გვეტაძე - გულნარ მამადოვა 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ალჟირი 2.5:1.5
1. ნინო ხომერიკი - ამინა მეჟიოუდი 0.5:0.5 
2. მარიამ ჯანიაშვილი  - საბრინა ლატრეჩე 1:0 
3. თამარ ესაძე - ჰაიატ ტაუბალი 0.5:0.5 
4. დიანა ლომაია - ლინა ნასრი 0.5:0.5

ვაჟები 

საქართველოს პირველი ნაკრები - მოლდოვა 1.5:2.5
1. ბაადურ ჯობავა - ვიორელ იორდანესკუ 0:1 
2. ივან ჩეპარინოვი - ვლადიმირ ჰამიტევიჩი 0.5:0.5 
3. ლევან ფანცულაია - დმიტრი სვეტუშკინი 0:1 
4. დავით ჯოჯუა - ნიკიტა მოროზოვი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - ნეპალი 3.5:0.5
1. ლუკა პაიჭაძე - ჰიმალ ლამა 1:0
2. დავით მაღალაშვილი - ბიბეკ ფინგი 0.5:0.5 
3. ირაკლი ბერაძე -  ჯეისველ რუპეში 1:0 
4. გიგა ყუფარაძე - რაჟბჰანდარი რიჟენდრა 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - ინდონეზია 2:2
1. ლუკა ობოლაძე - ნოვენდრა პრიასომორო 0:1 
2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ვინშჰანდ სიან ჩუჰენდი 1:0 
3. ნიკოლოზ კაჭარავა - ჟოდი აზარია სეტიაკი 0:1 
4. გიორგი სიბაშვილი - პიტრა ანდიკა 1:0

კომენტარები

ბოლო ამბები