Thumbnail
  • GOALBACK არის აპლიკაცია ფეხბურთის თამაშის მსურველებისთვის
  • საფეხბურთო მატჩში ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდნენ

მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი პროექტის, GOALBACK-ის ღონისძიება ბათუმში, ღია საფეხბურთო სივრცე მაგნოლიასთნ არსებულ მოედანზე მოეწყო. პროექტის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ აქტივობაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საფეხბურთო მატჩში ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი, მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე მონაწილეობდნენ.

GOALBACK აპლიკაციაა, რომელიც ფეხბურთის თამაშის მსურველებს ერთმანეთთან დააკავშირებს და ამით მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს. ერთგვარი საფეხბურთო სოციალური ქსელი უახლოეს მომავალში ჩაეშვება და მისი მთავარი მიზანი მოყვარულებისათვის საფეხბურთო მატჩების დაგეგმვის, მსურველთა პოვნისა და დაკავშირების უმარტივესი გზა იქნება.

ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვერცხლის ჯილდო გადასცა. უეფას აღიარება პროექტმა მოყვარულთა ლიგამ მოიპოვა. მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

საფეხბურთო მატჩი ბათუმში

საფეხბურთო მატჩი ბათუმში

საფეხბურთო მატჩი ბათუმში

საფეხბურთო მატჩი ბათუმში

საფეხბურთო მატჩი ბათუმში

საფეხბურთო მატჩი ბათუმში

საფეხბურთო მატჩი ბათუმში

საფეხბურთო მატჩი ბათუმში

კომენტარები

ბოლო ამბები