Thumbnail
  • 'ალიანც არენაზე' ბაიერნმა აიაქსი ვერ დაამარცხა
  • ბენფიკამ ათენში 10 კაცით მოიგო

E ჯგუფში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ნიკო კოვაჩის ბაიერნმა ამსტერდამის აიაქსს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ჯგუფის მეორე მატჩში ათენში აეკ-მა ბენფიკას უმასპინძლა და 5-გოლიან თრილერში 2:3 წააგო. ბაიერნი და აიაქსი 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო ბენფიკას 3 ქულა აქვს, აეკ-ი ნული ქულით ბოლოა. 

ბაიერნი 1:1 აიაქსი

გოლები: 1:0 ჰუმელსი (4), 1:1 მაზრაუი (22)

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი (93. ზულე), ალაბა - მიულერი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა - რობენი (62. ხ. როდრიგესი), ლევანდოვსკი, რიბერი (75. გნაბრი)

აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, დე ლიხტი, ვიობერი, ტალიაფიკო - ვან დე ბეეკი (75. დე ვიტი), შიონე, ბლინდი - ზიეხი, ტადიჩი, ნერესი (85. დოლბერგი)

ბაიერნი თავიდან ჰუმელსმა რობენის პასით დააწინაურა

ბაიერნმა მალევე გახსნა ანგარიში - არიენ რობენმა თავზე მატს ჰუმელსს ჩაუწოდა და მცველმაც ამსტერდამელთა კარი დალაშქრა - ეს შეხვედრის მე-4 წუთზე მოხდა.

22-ე წუთზე აიაქსმა გაათანაბრა - ტადიჩის პასს 20 წლის მაროკოელი ნუსაირ მაზრაუი გამოეხმაურა. მიუხედავად იმისა, რომ "რეკორდმაისტერი" შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა, ჰოლანდიური გრანდის გატეხვა მან ვერ შეძლო. 

აეკ 2:3 ბენფიკა

გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (6), 0:2 გრიმალდო (15), 1:2 კლონარიდისი (53), 2:2 კლონარიდისი (63), 2:3 სემედუ (74)

აეკ (4-2-3-1): ბარკასი - ბაკაკისი, ოიკონომუ (60. კოშიჩი), ჩიგრინსკი, ჰალტი - გალანოპულოსი, ანდრე სიმოეში (79. გალო) - ბაკასეტასი, კლონარიდისი, მანტალოსი - პონსე (60. იაკუმაკისი)

ბენფიკა (4-3-3): ვლახოდიმოსი - ანდრე ალმეიდა, რუბენ დიაში, კონტი, გრიმალდო - პიცი (62. სემედუ), ფეისა, ჟედსონ ფერნანდეში - სალვიო (46. ლემა), სეფეროვიჩი, რაფა სილვა (84. სერვი)

გაძევება: რუბენ დიაში (45+4)

ათენში გრიმალდომ 2:0 გახადა ბენფიკას სასარგებლოდ

ბენფიკა ფავორიტი იყო და მალევე დაწინაურდა. ჰარიტ სეფეროვიჩმა მე-6 წუთზე დამატებაზე იყოჩაღა. მე-15 წუთზე გრიმალდომ პიცის პასით ორამდე გაზარდა ბენფიკას უპირატესობა. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრები რუბენ დიაშის გაძევების გამო 10 კაცით დარჩნენ. მეორე ტაიმი აეკ-ის იერიშებით დაიწყო და კლონარიდისმა ერთი გაქვითა. მანვე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ, როცა ბერძნებს საბოლოოდ უნდა შემოეტრიალებინათ თამაში, მათ მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენეს და მალევე დაისაჯნნენ შეცვლაზე შესული სემედუს გოლით. 

გამოკითხვა

რა მოხდება მატჩში?

  • ტოტენჰემი გაიტანს პირველი და მოიგებს [3.75]
  • ბარსა გაიტანს პირველი და მოიგებს [2.20]

კომენტარები

ბოლო ამბები