Thumbnail

კაპელო: ეს ყველამ უნდა იცოდეს, ანჩელოტი ბაიერნის ფეხბურთელებმა გააგდეს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფაბიო კაპელომ კარლო ანჩელოტი დაიცვა.
  • ლეგენდარული იტალიელი დარწმუნებულია, რომ ანჩელოტი ფეხბურთელებმა მოიშორეს.

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიუნხენის ბაიერნიდან კარლო ანჩელოტის გათავისუფლებას, მართალიამ საკმაოდ გვიან, მაგრამ საინტერესოდ გამოეხმაურა. 71 წლის “დონ ფაბიომ”, რომელიც ახლა ჩინურ სუნინს წვრთნის, გერმანული გრანდის ფეხბურთელები მწვრთნელის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა და მკაცრად გააკრიტიკა.

მწვრთნელს შეუძლია, ბევრი რამ გააკეთოს, მაგრამ როცა მოთამაშეები მის წინააღმდეგ მოქმედებას იწყებენ, ყველა სპეციალისტი უშანსოდაა!

“თვეზე მეტია, რაც იუპ ჰაინკესი ბაიერნში დაბრუნდა და ყველას უკვირს, როგორ მოახერხა ასე მცირე დროში ის, რომ მიუნხენური კლუბი ძველებურად ძლიერია და ყველა თამაშს იგებს. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არ არის. ჩემი აზრით, ბაიერნის ფეხბურთელები კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მწვრთნელს შეუძლია, ბევრი რამ გააკეთოს, მაგრამ როცა მოთამაშეები მის წინააღმდეგ მოქმედებას იწყებენ, ყველა სპეციალისტი უშანსოდაა. ბაიერნის ფეხბურთელებს უნდოდათ, რომ ანჩელოტი წასულიყო და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ახლა კი კარგად თამაშობენ, რათა დაამტკიცონ, რომ ანჩელოტი ცუდი მწვრთნელი იყო, ჰაინკესი კი კარგია,” - განაცხადა კაპელომ Sky-სთან ინტერვიუში.

გარდა ამისა, ფაბიომ მილანის ინტერს არტურო ვიდალის შეძენა ურჩია, თუმცა ამ უკანასკნელს ლონდონის ჩელსიც ეპატიჟება და ჩილელი სავარაუდოდ, სწორედ ლონდონში წავა.

კომენტარები

ბოლო ამბები