Thumbnail

'ნურმაგომედოვს სათამაშოდ ვაქცევ' ამბობს ბრძოლის წინ კონორ მაკგრეგორი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  •  7 ოქტომბერი | 🌎 ლას ვეგასი |  ნურმაგომედოვი V მაკგრეგორი
  • კონორ მაკგრეგორის კომენტარი პრესკონფერენციის შემდეგ...

UFC 229-ე ბრძოლის ღამეს, ლას ვეგასში ერთმანეთს მსუბუქი წონის ქამრისთვის ერთმანეთს კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდებიან ერთამენთს. ირლანდიელი ოქტაგონზე თითქმის 2 წელი არ გამოჩენილა, რამაც ნურმაგომედოვს საშუალება მისცა ქამარს დაუფლებოდა.

"ბევრი რამ აირია დივიზიონში..." აცხადებს მაკგრეგორი. "თუმცა ამან უფრო მომცა მოტივაცია, მინდა ყველას ვანახო ვინ არის აქ ნამდვილი მეფე. ცოტა ეს სპორტი გადამიყვარდა, ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული, თუმცა ახლა დავბრუნდი და ყველაფერი შეიცვლება."

ნურმაგომედოვს ტიტულის დაცვა პირველად მოუწევს, მას შემდეგ რაც აპრილში ქამარი ალ იაკვინტასთან ბრძოლაში მოიპოვა. ბრუკლინის საღამო, კონორ მაკგრეგორის საქციელმა გადაფარა, როდესაც ის ნურმაგომედოვის მიკრო-ავტობუსს თავს დაესხა, რისთვისაც გაასამართლეს.

🎤 ნურმაგომედოვი V მაკგრეგორი - პირველი პრესკონფერენცია

"პირველივე დარტყმაზე მიხვდება ვისთან აქვს საქმე, სათამაშოდ ვაქცევ. დღეს მე უკვე ვეტერანი ვარ და შესაბამისად 5 რაუნდისთვის მოვემზადები, ყველაფრისთვის მზად ვარ. ნებისმიერი სცენარი ვიცი და ჩხუბს კარგად მომზადებული ვხვდები!" ამბობს კონორი.

გამოკითხვა

ვინ გაიმარჯვებს?

  • ხაბიბ ნურმაგომედოვი
  • კონორ მაკგრეგორი

კომენტარები

ბოლო ამბები