Thumbnail

უსახლკარო და აივ-ინფიცირებულ ებუეს სამსახურს გალათასარაი სთავაზობს

  • უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ებუეს დახმარების ხელს ყოფილი კლუბი უწვდის.
  • კოტდივუარელს დასაქმებას გალათასარაის 14-წლამდელთა გუნდში სთავაზობენ. 
  • ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც შიდსი აღმოაჩნდა, თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა.

თურქულმა გალათასარაიმ თავის ყოფილ ფეხბურთელს, ემანუელ ებუეს, რომელიც უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია, 14-წლამდელტა გუნდში მწვრთნელის ასისტენტად დასაქმება შესთავაზა. ამის შესახებ Sports Illustrated იუწყება.

გაკოტრებულ ებუეს ზოგჯერ მეგობრის სახლში, იატაკზე უწევს ძილი, სარეცხს კი ხელით რეცხავს…

თურქულ კლუბში ებუეს მიწვევის ინიციატორი გუნდის მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმია, რომელმაც კოტდივუარელის გაჭირვების შესახებ მედიიდან შეიტყო. 

მანამდე ლონდონის არსენალის, გალათასარაისა და კოტ დ’ივუარის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დაიჩივლა, რომ ცოლთან გაყრის შემდეგ ქონება სრულებით დაკარგა. ემანუელს ზოგჯერ მეგობრის სახლში, იატაკზე უწევს ძილი, სარეცხს კი ხელით რეცხავს…

ემანუელ ებუე ერთ დროს ცოლ-შვილით ხარობდა.

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ებუე აივ-ინფექცია შიდსითაა დაავადებული. ყოფილი ფეხბურთელი სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაზეც კი ფიქრობდა.

ემანუელ ებუე თურქული კლუბის ღირსევას 2011-2015 წლებში იცავდა, რომელთან ერთადაც ორ-ორჯერ ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, ერთხელ კი ქვეყნის თასი.

კომენტარები

ბოლო ამბები