Thumbnail

ჭადრაკი | საქართველოს ქალთა ნაკრების ფრე ინდოეთთან და ბრძოლა მედლებისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სატურნირო ცხრილებში სიმჭიდროვეა
  • საქართველოს ქალთა მეორე ნაკრები შეეცდება პირველ ნაკრებს დაეხმაროს

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დასკვნით ფაზაში შედის. მე-7 ტურმა კიდევ უფრო დაძაბა სატურნირო ვითარება. ქართველი გულშემატკივრის ყურადღება ძირითადად საქართველოს ქალთა ნაკრებისკენ არის მიმართული, რომელიც მედლებისთვის იბრძვის. საქართველო ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ ინდოეთის ნაკრებს შეხვდა და 2:2 ითამაშა. ქართველი გოგონები ყაიმზე ამ თანმიმდევრობით შეთანხმდნენ - ძაგნიძე, ხოტენაშვილი, ჯავახიშვილი და ბოლოს ბაციაშვილი.

უმნიშვნელოვანესი იყო ქალთა მეორე ნაკრების გამარჯვება ფილიპინებთან, 3:1. ამ ქულებმა შესაძლოა საქართველოს მეორე გუნდი მედლებისთვის მებრძოლ ძლიერ ნაკრებს შეახვედროს, ეს კი საქართველოს მთავარი ნაკრების ინტერესში შედის, რადგან ერთი ქართული გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მეორეს დაეხმაროს და კონკურენტს ქულები აართვას. აქვე ავღნიშნოთ, რომ ქალთა მესამე ნაკრებმა ავსტრიას 4:0 მოუგო.

ვაჟთა ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა მაკედონია (4:0), თუმცა განვლილ 6 ტურში ძალიან ბევრი ქულა დაკარგა და ისედაც შემჭიდროვებულ ცხრილში, სადაც დიდი კონკურენციაა, რამდენიმე საფეხურით დაწინაურება გაუჭირდება. წესით, ამ წარმატებამ დადებითად უნდა იმოქმედებს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და დარჩენილ 4 ტურში საქართველოს ნაკრები უფრო თავდაჯერებული იქნება. ვაჟთა მეორე ნაკრები 1.5:2.5 დამარცხდა კოლუმბიასთან. ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა მესამე ნაკრებმა 1:3 წააგო მოლდოვასთან.

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - ინდოეთი 2:2
1. ნანა ძაგნიძე - ჰამპი კონერუ 0.5:0.5 
2. ლელა ჯავახიშვილი -  ჰარიკა დრონავალი 0.5:0.5 
3. ნინო ბაციაშვილი - ტანია საჩდევი 0.5:0.5 
4. ბელა ხოტენაშვილი - როუთ პადმინი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ფილიპინები 3:1
1. სალომე მელია - მაე ჟანელ ფრაინა 0.5:0.5 
2. ინგა ჭარხალაშვილი - მაე შანია მენდოზა 1:0 
3. სოფიო გვეტაძე - ანტოინატე მარიე დიეგო სანი 0.5:0.5 
4. მირანდა მიქაძე - ბერნადეტე გალასი 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - ავსტრია  4:0
1. ნინო ხომერიკი - ვერონიკა ექსლერი 1:0 
2. მარიამ ჯანიაშვილი  - კატარინა ნევრლკა 1:0 
3. ლილე ქორიძე -  ბარბარა ტოიშლერი 1:0 
4. თამარ ესაძე - ანნიკა ფროევისი 1:0

ვაჟები 

საქართველოს პირველი ნაკრები - მაკედონია 4:0
1. ბაადურ ჯობავა - კირილ გეორგიევი 1:0 
2. ივან ჩეპარინოვი - ფილიპ პანჩევსკი 1:0 
3. ლევან ფანცულაია - ტრაჟკო ნედევი 1:0 
4. დავით ჯოჯუა - ნიკოლა ნიკოლოვსკი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - კოლუმბია 1.5:2.5
1. დავით მაღალაშვილი - ფელიპე ანდრეს ალკარეს გალეგო 0.5:0.5 
2. თორნიკე სანიკიძე - კამილო კრისტიან რიოსი 0.5:0.5 
3. ირაკლი ბერაძე -  ფელიპე სებასტიან სანჩესი 0:1 
4. გიგა ყუფარაძე - მარტინ რომერო მარტინესი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - მოლდოვა 1:3
1. ნოე თუთისანი - ვიორელ იორდანესკუ 0.5:0.5 
2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ვლადიმირ ჰამიტევიჩი 0.5:0.5 
3. ნიკოლოზ კაჭარავა - დმიტრი სვეტუშკინი 0:1 
4. გიორგი სიბაშვილი - ნიკიტა მოროზოვი 0:1

კომენტარები

ბოლო ამბები