Thumbnail

‘იტალია მომენატრა!’ - მარჩელო ლიპი სახლში ბრუნდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარჩელო ლიპის ჩინეთი მობეზრდა და სამშობლო ენატრება
  • მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი მწვრთნელი ჩინეთის ნაკრებში იანვრის ბოლომდე დარჩება

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი გუნდის დამრიგებელმა მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრების თავკაცის პოსტიდან გადადგომა დააანონსა.

მარჩელო ლიპი ჩინეთში კონტრაქტს არ გააგრძელებს

“მინდა, რომ სახლში დავბრუნდე. ჩინეთში მაქვს კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2019 წლის 31 იანვარს ეწურება და შემიძლია ვთქვა, რომ თებერვალში ჩინეთიდან წამოვალ,” - განაცხადა 70 წლის ლიპიმ იტალიურ რადიო Anch'io Sport-თან ინტერვიუში.

მანამდე, ლიპი ჩინეთის ნაკრებს აზიის ჩემპიონატზე (5 იანვრიდან 1 თებერვლამდე) უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც იტალიაში დაბრუნებას გეგმავს. “ვნახოთ, რა იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩინეთის ნაკრები ჩემი სამწვრთნელო კარიერის ბოლო ეტაპი იყოს,” - დასძინა ლიპიმ.

მარჩელო ლიპი ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელია. “სკუადრა აძურას” ის 2004-დან 2006 წლამდე, მერე კი 2008-დან 2010 წლამდე წვრთნიდა. 2006 წელს იტალიამ მუნდიალი სწორედ ლიპის ხელმძღვანელობით მოიგო. 2012-დან 2014 წლამდე ის ჩინურ გრანდ გუანჯოუ ევერგრანდს წვრთნიდა, 2016 წლიდან კი ჩინეთის ნაკრების დამრიგებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები