Thumbnail
  • თბილისის დინამოს ლიდერთან მიახლოების შანსი აქვს
  • ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა მძაფრდება

ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერმა საბურთალომ სამტრედიას უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან ფრეს დასჯერდა და მხოლოდ ერთი ქულა მიითვალა აქტივში.

მატჩის 41-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც საბურთალოს სასარგენლოდ საჯარიმო დაინიშნა, ბურთთან ვაგნერ გომსალვეში მივიდა და შესანიშნავი დარტყმით გახსნა აგარიში, 1:0. მეორე ნახევარი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც სამტრედიის მიერ ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაცია ოლეგ მამასახლისის უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა, 1:1. დარჩენილ დროში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა გოლი აღარ გასულა.

27 ტურის შემდეგ, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებას საბურთალო ლიდერობს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 60 ქულა აქვს და 5 ქულით უსწრებს თბილისის დინამოს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მესამე ადგილზე გორის დილაა, ხოლო მეოთხეზე საჩხერის ჩიხურა, რომელმაც სტუმრად ბოლნისის სიონი დაამარცხა, 2:1.

საბურთალო 1:1 სამტრედია

გოლები: 1:0 გონსალვეში (41), 1:1 მამასახლისი (50)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე (58. ლაკვეხელიანი), გონსალვეში, ტერა, ალთუნაშვილი (58. გორგიაშვილი), კოხრეიძე (67. ვოლკოვი), დიასამიძე, დვალიშვილი

სამტრედია: კუპატაძე, ჩაჩუა, ფატიჩი, გურული, ჯგერენაია, გორელიშვილი (89. ბურკაძე), ენდელაძე, მამასახლისი, კერძევაძე, ერისთავი (73. კუჭუხიძე), ტუღუში (46. კოშმანი)

სიონი 1:2 ჩიხურა

გოლები: 0:1 ბუღრიძე (35), 0:2 კახაბრიშვილი (70), 1:2 ლეჟავა (73)

სიონი: ზარქუა, მინდორაშვილი, თომაშვილი, გურეშიძე, გიორბელიძე, დათუნაიშვილი, ხმალაძე, კირკიტაძე, კოშკაძე (81. მანაგაძე), მიქაბერიძე (71. ლეჟავა), ისიანი (56. მახარობლიძე)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, კაკუბავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, ჩიხრაძე (62. სარდალიშვილი), მარკოზაშვილი, მეგრელიშვილი (69. კახაბრიშვილი), ბუღრიძე (80. იონანიძე), გაბედავა

კომენტარები

ბოლო ამბები