Thumbnail
  • ო'ში საქართველოსთან მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი
  • ორივე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ტესტი 10 ნოემბერს ფლორენციაში შედგება

10 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტმატჩი ელის - ფლორენციაში "არტემიო ფრანკიზე" იტალიის ნაკრებს ეთამაშება. rugbypass.com-ის თქმით, უეჭველია, რომ ამ თამაშის მოახლოებასთან ერთად კვლავ წამოიჭრება ექვსი ერის ფორმატში ცვლილებების თემა. 

2000 წლიდან მოყოლებული, რაც ხუთ ერში იტალია მიიღეს, ამ ქვეყნის ნაკრებმა 13-ჯერ "ხის კოვზი" (ბოლო ადგილზე გავიდა) დაიმსახურა. იტალიელთა ირლანდიელი თავკაცი კონორ ო'ში გაბრაზებულია, რადგან იტალიურ რაგბის ხშირად კლიშეებით აფასებენ, ეს კი არასწორია.

იაპონია-საქართველო 28:00

ო'ში ამბობს, რომ იტალიური რაგბი წინ მიდის, ამის დასტურია ნაკრების ივნისის ტესტები, ბენეტონისა და ზებრეს უკეთესი ასპარეზობა Pro14-ში, იტალიის ასაკობრივი გუნდების წარმატებული გამოსვლები. ახლა იტალიელებს ნოემბრის ტესტები ელით: 3-ში ირლანდიასთან ჩიკაგოში, 10-ში საქართველოსთან შინ, 17-ში პადოვაში ავსტრალიასთან და 24-ში რომში ახალი ზელანდიის ნაკრებთან. 

ო'შის კარგად ესმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მთავარი მატჩი ირლანდიასთანაა, საქართველოსთან მომავალი დაპირისპირება ბევრ დებატს შეუწყობს ხელს: "იტალიამ დამსახურებულად თამაშობს ექვს ერში. ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ამ ტურნირზე მუდმივად იოლად მოგვიგებენ. ჩვენ ამ სტერეოტიპს მხოლოდ უკეთესი თამაშით თუ შევცვლით. იაპონიაში გამარჯვება ყველას უჭირს, ჩვენ კი ეს შევძელით ივნისში. ამ დროს არავინ "შეამჩნია", რომ ერთ კვირაში იქვე საქართველოს ნაკრები 0:28 დამარცხდა. 

იაპონია-იტალია 22:25

ხალხი სტერეოტიპების ტყვეა, მათ შეუძლიათ ხშირად იმეორონ, რომ ჩვენი ნაკრები უფრო სტანდარტული სიტუაციებიდან აღწევს მიზანს, რომ ჩვენ მე-60 წუთის მერე ვეღარ ვთამაშობთ და ათასი სხვა სისულელე. 

პირადად პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან კარგი მორაგბეები გვყავს და ჩვენს გუნდს შეუძლია ბევრი ლელოს გატანა. ჩვენ მოვუმატეთ ფიზიკურ მზადებაში და ამბიციურები ვართ. ჩვენი პროგრესი აშკარაა. გასულ წელს იტალიის 17-წლამდელთა ნაკრებმა მოუგო საფრანგეთს, 18-წლამდელთა გუნდმა კი - ინგლისს, 20-წლამდელებში მოწინავე 8 ნაკრებში ვართ.

ეს მოთამაშეები იგებენ თამაშებს და მათ აქვთ ამბიცია, რომ ყველაფერი შეიცვლება. ნაკრები უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ჩვენ წავაგეთ იაპონიასთან პირველი ტესტი, მაგრამ შემდეგ შევძელით გამარჯვება. იტალიის ნაკრები ექვსი ერის ბოლო გათამაშებაში კონკურენტუნარიანი იყო", - ამბობს ო'ში.

იტალიალებს ჰყავთ ვეტერანი სერჯო პარიზე, რომელმაც ზაფხულში მუხლის ოპერაცია გაიკეთა, ვისაც 35 წლის ასაკში 134 კეპი დაუგროვდა. მათ ჰყავთ გლოსტერის ფლანკერი ჯეიკ პოლედლდი.

ო'შის იმედი აქვს, რომ 2019 წლის მსოფლიოს თასზეც პარიზე თავის სიტყვას იტყვის: "გუნდი ახალგაზრდულია, თუმცა ჩვენ გვყავს გამოცდილი მოთამაშეებიც, როგორიცაა პარიზე", - ოპტიმისტურადაა განწყობილი იტალიელთა ირლანდიელი თავკაცი. 

კომენტარები

ბოლო ამბები