Thumbnail
  •  ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში თორნიკე შენგელია გამოარჩიეს
  • შენგელიამ Interperformances Player of the Week ტროფეი მიიღო

ACB ლიგის I ტურის საუკეთესო მოთამაშე eurobasket-ის მიხედვით, ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა. თოკომ  Interperformances Player of the Week ტროფეი მიიღო. 

27 წლის მძიმე ფორვარდის უდიდესი დამსახურებაა, რომ ბასკონიამ ჩემპიონატი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა - ბასკებმა სარაგოსას 99:76 მოუგეს, ხოლო ქართველი კაპიტნის ანგარიშზე 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასია. პირველი ტურისთვის თორნიკე ქულებში მესამე, მოხსნებში მეოთხე და პასებში მეექვსეა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 იყო. 

მეორე ადგილზე გავიდა ხორვატი ანტე ტომიჩი, ბარსელონელის ანგარიშზე 21 ქულა და 6 მოხსნაა. მესამეზეა მარკოს დელია, მურსიას არგენტინელმა ცენტრმა 21 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები