Thumbnail

ბაიერნის პატარა კრიზისი - კოვაჩის აზრით, განგაში ჯერ ადრეა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო
  • ბერლინის ჰერტასტან მარცხის შემდეგ, რეკორდმაისტერმა ლიდერობა დაკარგა
  • გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი პატარა კრიზისზე საუბრობს

პარასკევს, მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგაში ბერლინის ჰერტასთან 0:2 დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა. ეს იყო რეკორდმაისტერის პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში, რაც მართალია, ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ბავარიულ გრანდში ნებისმიერ მარცხს რთულად ეგუებიან. ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი შექმნილ ვითარებას მინი-კრიზისს უწოდებს (ჰერტამდე, ბაიერნმა ვერც აუგსბურგს მოუგო - 1:1) და იმედოვნებს, რომ აიაქსთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ყველაფერი ისე იქნება, როგორც მიუნხენური გრანდის ქომაგებს სურთ.

“აიაქსთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, რომლის მოგება შვებას მოგვანიჭებს და მომდევნო მატჩებს წნეხის გარეშე შევხვდებით,” - განაცხადა კოვაჩმა “ბაიერიშე რუნდფუნკთან” ინტერვიუში.

46 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ განგაშის ატეხვა უადგილოა: “ორი თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლებოდა, ასეც გვეთქვა: ჩვენ 9-დან 7 მატჩი მოგებული გვაქვს. თუმცა პრობლემებს მეც ვხედავ. მაგალითად, არ მომწონს, რომ საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებთ. დაცვაში ცოტას, მაგრამ შეცდომებს ვუშვებთ და ამისთვის ვისჯებით. რაც მთავარია, საერთო ჯამში, ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ,” - დასძინა ბაიერნის დამრიგებელმა.

ხორვატს იმედი აქვს, რომ აიაქსთან დუელსაც მოიგებს და მერე, ბუნდესლიგაშიც დაძლევს კრიზისს - გერმანიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში რეკორდმაისტერი მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს (6 ოქტომბერს), რომელიც 6 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • ფრე
  • აიაქსი

კომენტარები

ბოლო ამბები