Thumbnail

1. კალათბურთი | შენგელიას ბრწყინვალე სტარტი

ესპანეთის ჩემპიონატის (ACB ლიგა) პირველ ტურში ბასკონიამ ვიტორიაში სარაგოსას უმასპინძლა და 99:76 მოუგო. ამ შეხვედრაში გაიბრწყინა ბასკთა ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, ვისაც მარგი ქმედების საოცარი კოეფიციენტი ჰქონდა - 31! თორნიკემ 25:33 წუთში გუნდს 21 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა აგრეთვე 8 მოხსნა, 6 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა. 📺 ნახეთ მიმოხილვა და საუკეთესო მომენტები

2. კალათბურთი | გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი

ადრიატიკის ლიგის პირველ ტურში გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსი იგოკეას ესტუმრა და 80:79 მოიგო. ბითაძემ შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 24 ქულასა და 12 მოხსნას მოუყარა თავი. გოგამ 11-დან 8 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძემ 8-ჯერ საკუთარი ფარიდან მოხსნა ბურთი, ხოლო ოთხჯერ მეტოქის ფარზე იყოჩაღა. 📺ბითაძის საუკეთესო მომენტები

3. CR7 | რონალდომ ფიფას დაჯილდოებაზე ისაუბრა

კრიშტიანო რონალდო ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ფიფას დაჯილდოებაზე ვერაფერი მოიგო. როგორც იცით, წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი გახდა, საუკეთესო გოლად კი მოჰამედ სალაჰის გოლი დაასახელეს. პორტუგალიელი ლონდონში გამართულ ღონისძიებას არც დაესწრო, 5 დღის შემდეგ კი, “ინსტაგრამზე” LIVE-ვიდეოში ამ თემაზე პირველად ისაუბრა. ვრცლად

4. რეალი | ზიზუს ამბავის ახალი დეტალები

ზინედინ ზიდანმა გასულ სეზონში შეძლო ის, რაც არცერთ სხვა მწვრთნელს არასდროს მოუხერხებია და დიდი შანსია, რომ ეს მომავალშიც ვერავინ გაიმეოროს: ზიზუმ მწვრთნელის რანგში ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამიტომაც იყო, რომ ფინალის შემდეგ ყველას გაუკვირდა, ფრანგმა რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი რომ დატოვა.

როგორც ახლა ირკვევა, ძალიან მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ ზიდანს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ ვერ მოეგო. “მარკას” ინფორმაციით, ფრანგს რეალიდან წასვლა გაცილებით ადრე, შუა სეზონში უნდოდა. ვრცლად

5. ფორმულა 1 | ჰემილტონი მე-5 ტიტულს მიუახლოვდა

 

მერსედესი და რუსეთი - ფორმულა 1-ში ისინი ერთმანეთს უხდებიან! კვირას, “ზილბერპფაილებმა” სოჭში მორიგი გამარჯვება იზეიმეს - “მერსედესს” რუსეთის გრან პრი არასდროს წაუგია, ამჯერად კი დუბლი შეასრულა. ვრცლად

 

კომენტარები

ბოლო ამბები