Thumbnail
  • პარმამ სერია A-ში მესამე მატჩი მოიგო
  • ლევან მჭედლიძემ ამ სეზონში მეორე შეხვედრა ჩაატარა
  • ქართველი ლეგიონერის გუნდი გასავარდნ ზონაშია

სერია A-ს მე-7 ტურში ლევან მჭედლიძის ემპოლი ‘ენიო ტარდინიზე’ პარმას ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე გავიდა, ჟერვინიომ მასპინძლები დააწინაურა და სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

ლევან მჭედლიძე მინდორზე სამუელ მრაცის ნაცვლად, მე-60 წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა, განსხვავებით წინა მატჩისგან, ემპოლის ვერ უშველა და მისი გუნდი სეზონში მეოთხედ დამარცხდა.

პარმას 10 ქულა აქვს და მე-9 ადგილს იკავებს. ემპოლი 7 ტურის შემდეგ გასავარდნ ზონაშია, მჭედლიძის გუნდი 5 ქულით მე-18 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები