Thumbnail

ძიუდო | ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე

  • ბაჰამის კუნძულები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
  • საქართველო 14 ძიუდოისტით მიემგზავრება მსოფლიოზე
  • ნასაუში ტურნირი 17-დან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში 17-დან 21 ოქტომბრამდე, როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ ასპარეზობაში, ჩატარდება შეჯიბრი.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 14 ძიუდოისტი მიემგზავრება: 10 ვაჟი და 4 გოგონა.

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა

55 კგ | ვანო ხუბაშვილი

60 კგ | ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე

66 კგ | ბაგრატ ნინიაშვილი

81 კგ | ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე

90 კგ | ლაშა ბექაური

100 კგ | ზაურ კენჭაძე, ონისე სანებლიძე

+ 100 კგ | გელა ზაალიშვილი

გოგონები

48 კგ | ნატალია ყიფშიძე

57 კგ | ეთერ ლიპარტელიანი

70 კგ | მარიამ ჭანტურია

+ 78 კგ | სოფიო სომხიშვილი

საქართველოს ნაკრებმა სამ წონით კატეგორიაში გამოიყვანა ორი ძიუდოისტი, რის გამოც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვყავს. შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებმა სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები