Thumbnail
  • რუსეთის გრან პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
  • მერსედესის ბრიტანელი პილოტი ჩემპიონობას მიუახლოვდა
  • სებასტიან ფეტელისთვის 50-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია

მერსედესი და რუსეთი - ფორმულა 1-ში ისინი ერთმანეთს უხდებიან! კვირას, “ზილბერპფაილებმა” სოჭში მორიგი გამარჯვება იზეიმეს - “მერსედესს” რუსეთის გრან პრი არასდროს წაუგია, ამჯერად კი დუბლი შეასრულა.

ლუის ჰემილტონი საკმაოდ დიდხანს იყო ვალტერი ბოტასის უკან, მაგრამ მერე, გუნდის ბრძანებით გადაასწრო და კიდევ ერთი გამარჯვებით, მორიგ ტიტულს ძალიან მიუახლოვდა. ეს არ იყო ლამაზი მანევრი, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში არც მიუღებელი ეთქმის. თუმცა, ამ ამბავს მაინც მოყვება დისკუსიები, რადგან ვალტერი ბოტასს რაციაში ბედნიერი ხმა ნამდვილად არ ჰქონდა. ასეა თუ ისე, ჰემილტონი მეხუთე ტიტულტან ძალიან ახლოსაა!

ჰემილტონი და ბოტასი რბოლის დასრულების შემდეგ

სებასტიან ფეტელისთვის, რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა, ეს ყველაფერი ჩემპიონობის შანსის მინიმუმამდე შემცირებას ნიშნავს. ფერარის გერმანელი პილოტი ლიდერ ჰემილტონს უკვე 50 ქულით ჩამორჩება, სეზონის ფინიშამდე კი მხოლოდ 5 რბოლაა დარჩენილი.

რუსეთის გრან პრიზე მე-4 ადგილი კიმი რაიკონენმა (ფერარი) დაიკავა, მეხუთეზე კი - მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) გავიდა.

საერთო ჩათვლა - TOP 5

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 306

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 256

3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 189

4. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 186

5. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 158

კონსტრუქტორთა თასი - TOP 5

1. მერსედესი - 495

2. ფერარი - 442

3. რედ ბული - 292

4. რენო - 91

5. ჰაასი - 80

 

კომენტარები

ბოლო ამბები