Thumbnail

ლა ლიგაში ტრიბუნა ჩამოინგრა - სევილიას ორი გულშემატკივარი დაშავდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეიბარისა და სევილიას მატჩში ტრიბუნა ჩამოინგრა
  • ჯებირმა ბანეგას გოლით გამოწვეულ სიხარულს ვერ გაუძლო

ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, ეიბარმა 'იპურუაზე' სევილიას უმასპინძლა და 3:1 დამარცხდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რის შემდეგაც მეორე ტაიმის 47-ე წუთზე სტუმრები ანდრე სილვამ დააწინაურა. პორტუგალიელმა ლა ლიგაში მე-7 გოლის გატანა მოახერხა. 12 წუთში ბანეგამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და სევილიას უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

სტუმართა გულშემატკივრებმა გოლი ემოციურად აღნიშნეს, რის შემდეგაც ტრიბუნა ჩამოინგრა და ორი გულშემატკივარი სერიოზულად დაშავდა, ხოლო ორს სტადიონზევე აღმოუჩინეს დახმარება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სევილიას გულშემატკივრების მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

ბანეგამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა. ჟორდანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1. პაბლო მაჩინის გუნდს 13 ქულა აქვს და მხოლოდ ლიდერ ბარსელონას ჩამორჩება.

მატჩის მიმოხილვა 📺

 

კომენტარები

ბოლო ამბები