Thumbnail
  • 8 მატჩი 8 მოგება - პსჟ-ს შესანიშნავი სტარტი
  • ნეიმარმა ლიგა 1-ში უკვე 7 გოლი გაიტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში პარი სენ-ჟერმენი ნიცას ესტუმრა და 3:0 გაიმარჯვა. 8-დან 8 მოგების შემდეგ პსჟ ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. 

თომას ტუხელმა ექსპერიმენტული შემადგენლობითა და ტაქტიკით ათამაშა გუნდი. 22-ე წუთზე ნეიმარმა საჯარიმოს მისადგომიდან გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ნკუნკუმ კილიან მბაპეს დარტყმულს დაამატა. 59-ე წუთზე ნეიმართან უხეშობისთვის სიპრიენი გააძევეს. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი ადრიენ რაბიომ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა მბაპე, რომელმაც ნეიმარს ცარიელ კარში გაატანინა. 

ლიგა 1-ში პსჟ-ს ნებისმიერი შემადგენლობით შეუძლია მოგება

საინტერესო ფაქტები

► პსჟ-მ ნიცას ბოლო 17 დაპირისპირებიდან 12 მოუგო და მხოლოდ 2 წააგო. 

► პსჟ-მ ლილის ოლიმპიკის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც 1936/37 წლების სეზონი დაიწყო 8 მოგებით. 

ნიცა 0:3 პსჟ

გოლები: 0:1 ნეიმარი (22), 0:2 ნკუნკუ (45), 0:3 ნეიმარი (92)

პსჟ (3-5-1-1): არეოლა - კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე - ნკუნკუ (57. ბერნატი), დი მარია (72. ვერატი), მარკინიოსი, რაბიო, დიაბი (72. ჩუპო-მოტინგი) - ნეიმარი - მბაპე 

გაძევება: სიპრიენი (59. ნიცა)

კომენტარები

ბოლო ამბები