Thumbnail
  • დავით კაჭარავამ რუსეთის თასის ფინალში ტრავმა მიიღო
  • გიორგი ნემსაძეს კისრის ტრავმა აქვს, მაგრამ ორ კვირაში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ‘ბორჯღალოსნები’ ‘არტემიო ფრანკიზე’ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

10 ნოემბერს გასამართი შეხვედრა ქართული რაგბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროა, რომ სწორედ ახლა, როდესაც ამ მატჩისთვის ვემზადებით, რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ ტრავმა მიიღო: გიორგი ცუცქირიძე, კარლენ ასიეშვილი და კოტე მიქაუტაძე იტალიასთან გასამართი მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ამ სიას კიდევ ერთი მორაგბე შეუერთდა - დავით კაჭარავამ კრასნი იართან გამართულ დაპირისპირებაში მე-12 წუთზე მკერდის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

ენისეის ვებგვერდის ცნობით, შესაძლოა, ქართველი მორაგბე ოპერაციას გადაურჩეს, მაგრამ ‘კაჭი’ ნოემბრის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს, რაც ჰეიგის ნაკრებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს.

ოსპრისი ზებრესთან მატჩისთვის ემზადება, უელსური კლუბის ვებგვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომ ნემსაძეს კისრის ტრავმა აწუხებს.

გიორგი ნემსაძე: 'ტრავმა მაწუხებს, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს და ექიმების განცხადებით, ორ-სამ კვირაში თამაშს შევძლებ.'

აღსანიშნავია, რომ კარგი ამბებიც ხდება. მიხეილ ნარიაშვილი მინდორს დაუბრუნდა. მან TOP 14-ში ტულუზთან 35 წუთი ითამაშა. იტალიასთან მატჩისთვის მწყობრში იქნება ბორჯღალოსანთა კაპიტანი - მერაბ შარიქაძე.

ლევან ჩილაჩავა მძიმე ტრავმას გადაურჩა, მონპელიეს მორაგბე სრული დატვირთვით ოქტომბრის დასაწყისიდან ივარჯიშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები