Thumbnail

პაპუნაშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა - გიორგი ანდორასთან თამაშს შეძლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ალბასეტესთან მატჩში გიორგი პაპუნაშვილმა კოჭი დაიშავა
  • ლა მანჩის კლინიკაში გამოკვლევის შემდეგ ფეხბურთელმა შვებით ამოისუნთქა

ალბასეტე-სარაგოსას შეხვედრის (2:2) პირველ ტაიმში სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ერთი შეხედვით, მძიმე ტრავმა მიიღო. გიორგიმ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ის საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. 

თამაშის შემდეგ პაპუნაშვილს ლა მანჩას ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და სარაგოსას საექიმო შტაბში შვებით ამოისუნთქეს - დადგინდა მხოლოდ კოჭის მყესის მსუბუქი დაჭიმულობა. ტკივილისგან გამოწვეული შოკის გამო, სარაგოსას ექიმებს გაცილებით მძიმე ტრავმის ვარაუდი ჰქონდათ. 

ასე გაიყვანეს მინდვრიდან ქართველი ლეგიონერი

ქართველ ლეგიონს მომავალ ორშაბათს ოსასუნასთან თამაშის შანსიც კი აქვს, თუმცა ჯერ ერთკვირიანი სარეაბილიტაციო კურსი უნდა გაიაროს და მწვრთნელი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს 8 ოქტომბერს ითამაშოს თუ არა პაპუნაშვილმა ნავარული კლუბის წინააღმდეგ. ასე რომ, ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის ანდორის ნაკრების წინააღმდეგ, გიორგი პაპუნაშვილი წესით, მწყობრში უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს ანდორას მასპინძლობს, 16-ში კი ლატვიას სტუმრობს.  

კომენტარები

ბოლო ამბები