Thumbnail
  • საბა კვერკველიას ინტერვიუ მოსკოვის ლოკომოტივის საკლუბო ჟურნალთან
  • 26 წლის მცველი ჩემპიონთა ლიგის ემოციებზე, ნაკრებსა და ოცნებებზე
  • როგორ გაამხნევა ვლადიმირ ვაისმა საბა კვერკველია რთულ პერიოდში

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის 26 წლის მცველმა საბა კვერკველიამ საკლუბო ჟურნალს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ მატჩში განცდილ ემოციებზე, მოპოვებულ ტიტულებზე, საქართველოს ნაკრებსა და კლუბის შეცვლის პერსპექტივაზე ელაპარა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან. 

ტიტულებზე, კრიტიკასა და რთულ პერიოდზე

საბამ ამ გაზაფულზე რუსეთის  ჩემპიონობა ქართული დროშით იზეიმა

ფეხბურთელისა და ნებისმიერი სპორტსმენისთვის ტიტულები უმთავრესია. მთავარია, რომ საკუთარი თავის ვირწმუნე და მივხვდი, რომ ფეხბურთში რაღაცის მიღწევა მეც შემიძლია. შინ ორი ოქროს მედალი მაქვს - ერთი რუსეთის თასზე, მეორე ჩემპიონატში გამარჯვებისთვის. სასიამოვნოა მათი ყურება.

კრიტაკას გაგებით ვეკიდები და ზოგჯერ ის სასარგებლოცაა. არ მჭირდება გამუდმებით იმის თქმა, რომ კარგად ვთამაშობ. როდესაც მაკრიტიკებენ, კიდევ უფრო მეტს ვმუშაობ ეს ასეა არამხოლოდ ფეხბურთში, ცხოვრებაშიც...

რუბინთან დაკავშირებულ ისტორიაში ფეხბურთი არაფერ შუაში იყო. ხავი გრასია უბრალოდ არ მაყენებდა შემადგენლობაში - ვვარჯიშობდი და არ ვიცოდი, რისთვის. კლუბში მითხრეს - წადი შინ, ხელფასს მაინც გადაგიხდითო...

რომ არა ლოკომოტივი და იური სიომინი, რომელსაც უსაზღვრო პატივს ვცემ, ალბათ, ფეხბურთისთვის თავი უკვე დანებებული მექნებოდა. მხარს მიჭერდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც. მეუბნებოდა: "სოლომონჩიკ, აკონტროლე წონა, ივარჯიშე, მე შენ ნაკრებში მჭირდები". რომ არა ნაკრები, არცკი ვიცი, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი.

ჩემპიონთა ლიგის ემოციებზე

სტამბოლში მარცხის მიუხედავად, კვერკელია იმედიანადაა

ჩემპიონთა ლიგა საკლუბო ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალია. ამაზე მაგარი არაფერია და არც იქნება. თუკი ჩემპიონთა ლიგაში მოხვდი, ესე იგი კარგ გუნდში ხარ. როდესაც სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩაირთო, ისეთი ემოცია დამეუფლა, ლამის ტირილი დავიწყე. ეს უბრალოდ კაიფია. ოცნება! და ის ასრულდა.

მაგრამ ახლა სხვა ოცნება მაქვს - ჯგუფიდან გასვლა. ჯერ არაფერია დასრულებული. რა თქმა უნდა, რთული ვითარება გვაქვს. ყველა განიცდის და ფიქრობს, როგორ გამოასწოროს სიტუაცია. სწორედ ახლაა საჭირო გუნდისა და გულშემატკივრების ერთიანობა. ერთად აუცილებლად გავუმკლავდებით.

საერთოდ, არავის და არაფრის მეშინია. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო თავდაჯერებული ხდები მომავალში. ამიტომაა, რომ ყველა ოცნებობს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე, რათა იქ ბეილის, რონალდოსა და სხვების წინააღმდეგ ითამაშოს. ძალიან ძლიერია ატლეტოკოს თავდამსხმელი დიეგო კოშტა... 

ერთა ლიგა და ოცნება ევრო 2020-ზე 

საქართველოში ჩემზე პოპულარული ფეხბურთელებიც არიან. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები გცნობენ. საქართველოში უყვართ ფეხბურთი. ნაკრებმა ორი მატჩი მოიგო და გულშემატკივრები ბედნიერები იყვნენ. ლატვიასთან თამაშზე 50 ათასი ადამიანი მოვიდა! ჩემი კიდევ ერთი ოცნება საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. გვესმის, რომ ერთა ლიგა ჩვენი საუკეთესო შანსია და ამჟამად გუნდიც ძალიან ძლიერი გვყავს.

ისევ არის კამათი იმაზე, რა უფრო პოპულარულია საქართველოში, ფეხბურთი თუ რაგბი. ძლიერი ნაკრები გყვავს კალათბურთშიც... რაგბი მართლაც ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა ჩვენთან, ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რჩეულ გუნდებშია, მაგრამ ჩემს გონებაში ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთი იყო, ექვსი წლიდან მოყოლებული.

ლევანტეში წასვლას აზრი არ აქვს 

დაიწერა, რომ 26 ქართველი მცველით არაერთი ინგლისური კლუბი ინტერესდებოდა

ლესტერთან დაკავშირებით ხმები იყო, მაგრამ კონკრეტული არაფერი. თუკი ლოკომოტივიდან წავალ, მხოლოდ საკადრის გუნდში. დიდი პატივისცემის მიუხედავად, აზრი არ აქვს, მაგალითად, ლევანტეში წასვლას.

MIRROR: საბა კვერკველია ლესტერ სიტის მესამე შენაძენი იქნება

ლოკომოტივი ყოველთვის გამოდის ევროთასებზე. რუსეთის პრემიერლიგა დღეს ძალიან კარგი ჩემპიონატია. მუნდიალის შემდეგ სტადიონები სავსეა, სხვა ატმოსფეროა… 

კომენტარები

ბოლო ამბები