Thumbnail

გიორგი პაპუნაშვილი ალბასეტესთან მატჩში მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ქართველმა ლეგიონერმა მძიმე ტრავმა მიიღო
  • ალბასეტე 2:2 სარაგოსა

გასულ სეზონში სარაგოსამ ალბასეტეს 4:1 მოუგო, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა ჰეთ თრიკი შეასრულა. ახლა კი ამ გუნდების დაპირისპირებაში ქართველმა ლეგიონერმა პირველ ტაიმში ისეთი ტრავმა მიიღო, რომ ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. 

სხვათა შორის, ალბასეტესთან საგარეო მატჩის პირველ ტაიმში სარაგოსას ჯერ ვერდასკა დაუშავდა და მერე პაპუნაშვილი, ვერც ერთმა ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება. 36-ე წუთზე აკუნიასთან ორთაბრძოლაში ქართველი ფეხბურთელი მთელი სიმძიმით თავის მარჯვენა ფეხზე დაეცა, კოჭი დაიშავა და ვეღარ ადგა. მსაჯმა თამაში ალვარო ვასკესის შეძახილზე რამდენიმე წამის მერე გააჩერა. ამ მომენტისთვის ზუსტი დიაგნოზი ცნობილი არ არის, მაგრამ ტრავმა მძიმე ჩანს.

მატჩი ალბასეტესა და სარაგოსას შორის 2:2 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია ლადო მოხევიშვილს. 

კომენტარები

ბოლო ამბები