Thumbnail
  • 21 ქართველი, რომელთაც TOP 5 ლიგებში უთამაშიათ
  • POPSPORT.COM-ის სიმბოლური ნაკრები

2017 წლის 23 აპრილს ლევან მჭედლიძემ მილანის მეკარე ჯიჯიო დონარუმას გოლი გაუტანა, ხოლო ის თამაში ემპოლიმ, "სან სიროზე" შეკრებილი 40 ათასი ფანისთვის სამწუხაროდ, იტალიურ გრანდს 2:1 მოუგო. იმ შეხვედრაში ქართველმა ცენტრფორვარდმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, ამას ემპოლის სერია A-დან გავარდნაც დაერთო და 2018 წლის 27 სექტემბრამდე ევროპის ტოპ-5 საფეხბურთო ლიგებში ქართველს აღარ უთამაშია. ეს ცუდი სერია კი ისევ მჭედლიძემ შეწყვიტა. სიმბოლურია, რომ მან ეს კვლავ მილანთან გააკეთა. ლევანი მეორე ტაიმში გამოვიდა და პენალტიც მოინადირა, რომლის წყალობითაც ემპოლიმ მილანთან არ წააგო - 1:1. 

ლევან მჭედლიძე მილანთან დაბრუნდა და პენალტიც მოინადირა

გავიხსენოთ ევროპის ტოპ-5 ლიგებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპულ საფეხბურთო ელიტაში ერთდროულად ორმა ლეგიონერმა შეაბიჯა - ფრანგული ლიგა 1-ის ლე ავრში გია გურული გადავიდა, გერმანული ბუნდესლიგის აინტრახტში კი - კახა ცხადაძე. სამწუხაროდ, 26 წლის განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგაში, ესპანეთის ლა ლიგაში, გერმანიის ბუნდესლიგაში, იტალიის სერია A-ში და საფრანგეთის ლიგა 1-ში სულ 21-მა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ძალიან ცოტაა. 

2017 წლის აპრილი - მჭედლიძემ დონარუმას გაუტანა

ბუნდესლიგა (9)

ყველაზე სტუმართმოყვარე ლიგა ქართული ლეგიონისთვის ბუნდესლიგა გამოდგა, კლუბი კი ფრაიბურგი, რომელსაც იმ დროს ფოლგერ ფინკე წვრთნიდა. ფრაიბურგი ტოპ-5 ლიგების ყველაზე ქართული გუნდია. 

ლევან კობიაშვილის გოლი ოლივერ კანის კარში

ქართველები ბუნდესლიგაში

კახა ცხადაძე (აინტრახტი) - 1992-1996

რევაზ არველაძე (კიოლნი) - 1993-1994

ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, კარლსრუე) - 1998-2002; 2003-2005; 2007-2009

ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, შალკე, ჰერტა) - 1998-2002; 2003-2010; 2011-12; 2013-2014

ლევან ცქიტიშვილი (ფრაიბურგი, ვოლფსბურგი) - 1998-2002; 2003-2005; 2005-2006

არჩილ არველაძე (კიოლნი) - 2000-2002

ოთარ ხიზანეიშვილი (ფრაიბურგი) - 2004-2005

ლევან ყენია (შალკე) - 2008-2010

დავით თარგამაძე (ფრაიბურგი) - 2009-2010

პრემიერლიგა (5)

"ნისლიან ალბიონზე" ქართული ლეგიონის პირველი მერცხალი გიორგი ქინქლაძე იყო, რომელიც 1995 წელს გადავიდა მანჩესტერ სიტიში და ამ კლუბის ფანებს დღემდე უყვართ.

გიორგი ქინქლაძის სუპერგოლი საუთჰემპტონის კარში

თემურ ქეცბაიამ გზა ნიუკასლში გაიკვალა, სადაც შეტევაში ალან შირერის პარტნიორი იყო. ბოლტონის კარში გატანილი გოლი თემურის პრემიერლიგური კარიერის მთავარი ჰაილითია.

თემურ ქეცბაიას გოლი ბოლტონის კარში

ქართველები პრემიერლიგაში

გიორგი ქინქლაძე (სიტი, დერბი) - 1995-1996; 1999-2002

მიხეილ ყაველაშვილი (სიტი) - 1995-1996

თემურ ქეცბაია (ნიუკასლი) - 1997-2000

რატი ალექსიძე (ჩელსი) - 2000-2001

ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნი) - 2005-2009

სერია A (2)

პირველი ქართველი, ვინც სერია A ითამაშა, კახა კალაძეა, რომელიც კიევის დინამოდან მილანში გადავიდა. ჯამში მან მილანსა და ჯენოაში 12 სეზონი გაატარა იტალიურ ელიტაში. 

კახა კალაძის გოლი მილანურ დერბიში

ქართველები სერია A-ში

კახა კალაძე (მილანი, ჯენოა) - 2000-2012

ლევან მჭედლიძე (პალერმო, ემპოლი) - 2008-2010; 2014-2017; 2018-

ლევან მჭედლიძის გოლი ჯიჯი ბუფონის კარში

ლა ლიგა (2)

სამწუხაროდ ესპანურ ლა ლიგაში ქართული ლეგიონის ვერც სიუხვით დავიკვეხნით და ვერც მიღწევებით. საუკუნის დასაწყისში გიორგი დემეტრაძემ ორი სეზონი ნაწილობრივ გაატარა ბასკურ რეალ სოსიედადში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდმა შოთა არველაძემ სულ რამდენიმე წუთი ითამაშა ვალენსიურ ლევანტეში

ქართველები ლა ლიგაში

გიორგი დემეტრაძე (რეალ სოსიედადი) - 2000-2002

შოთა არველაძე (ლევანტე) - 2007-2008

ლიგა 1 (3)

გია გურულის შემდეგ 15-წლიანი წყვეტა იყო, სანამ მორიგი ქართველი მოირგებდა ლიგა 1-ის გუნდის მაისურს.

ქართველები ლიგა 1-ში

გია გურული (ლე ავრი) - 1992-1994

გიორგი მაკარიძე (ლე მანი) - 2009-2010

ჯაბა კანკავა (რეიმსი) - 2015-2016

3 თუ 4?

მის შესახებ ალბათ ბევრს არ სმენია, მაგრამ 1945-48 წლებში რედ სტარში (მაშინ ეს გუნდი ფრანგულ ელიტაში მოწინავე პოზიციებზე იყო) თამაშობდა ოთარ დონდუა, რომლის შესახებ ის არის ცნობილი, რომ 1924 წელს არის დაბადებული და 2005-ში გარდაიცვალა.

საინტერესო ფაქტები

► ევროპის ტოპ-5 ლიგების 21 ქართველს 21 სხვადასხვა კლუბში უთამაშია

► 21-დან 14-მა ლეგიონერმა შეძლო ტოპ-5 ლიგებში გოლის გატანა.

გოლეადორები

32 - იაშვილი, კობიაშვილი

13 - კალაძე

12 - გურული

11 - მჭედლიძე

8 - ქეცბაია

7 - ქინქლაძე, ცქიტიშვილი, ა. არველაძე

2 - ცხადაძე

1 - რ. არველაძე, ყაველაშვილი, ხიზანიშვილი, დემეტრაძე

ქართველები TOP 5ში - POPSPORT.COM-ის სიმბოლური

 

კომენტარები

ბოლო ამბები