Thumbnail

‘რონალდომ გამაუპატიურა და ფული მომცა, რომ არ მელაპარაკა!’ - კრიშტიანოს უჩივლეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებისთვის უჩივლეს
  • ამერიკელმა “შპიგელთან” ინტერვიუში დეტალებზე ისაუბრა 

კრიშტიანო რონალდოს სასამართლოში უჩივლეს. ამერიკელი კეტრინ მაიორგა ფეხბურთის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს გაუპატიურებაში სდებს ბრალს. გერმანული “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუში მაიორგა აცხადებს, რომ რონალდომ მასზე 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იძალადა.

ამერიკელი კეტრინ მაიორგა ფეხბურთის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

აღსანიშნავია, რომ ჟურნალი “შპიგელი” რონალდოს მიმართ ბრალდებების შესახებ 2017 წლის ივნისშიც წერდა. მაშინ გაირკვა, რომ რონალდომ მაიორგას დუმილის სანაცვლოდ 375 000 დოლარი გადაუხადა - ოღონდ, იმ დროისთის ქალის სახელი და გვარი გასაიდუმლოებული იყო.

ახლა კი, 34 წლის კეტრინმა “შპიგელთან” ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა და დეტალურად მოყვა, რა მოხდა მისი აზრით იმ ღამეს. მაიორგა ირწმუნება, რომ კრიშტიანომ გააუპატიურა, ანალური სექსი ჰქონდათ, მერე კი ჰკითხა, ხომ არაფერი გტკივაო. “დაიჩოქა და მითხრა: ‘99 პროცენტით კარგი ბიჭი ვარ. არ ვიცი, რა სჭირს იმ ერთ პროცენტს,” - აცხადებს კეტრინი ხსენებულ ინტერვიუში.

ეს კადრები შეხვედრის დღეს კამერებმა დააფიქსირეს

მისივე თქმით, ისინი 2010 წელს შეთანხმდნენ, რომ ქალი ფულს მიიღებდა და მომხდარზე არასდროს არსად ისაუბრებდა. 34 წლის კეტრინი ამბობს, რომ რონალდოსთან ამ შეთანხმებას ხელი იმიტომ მოაწერა, რომ ეშინოდა. რონალდო ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მაიორგასთან სექსი ჰქონდა, მაგრამ ძალადობის გარეშე.

კომენტარები

ბოლო ამბები