Thumbnail
  • მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
  • ორი ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგის ათეულში

ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. პირველ ათეულში ორი ქართველი ძიუდოისტი მოხვდა: გურამ თუშიშვილი რეიტინგის პირველი ნომერია, ქართველ ძიუდოისტი 7202 ქულით ცხრილის სათავეშია. მეორე ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ათეულში შევიდა, ვარლამ ლიპარტელიანია. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანს 6396 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს.

- 60 კგ

რაც შეეხება ცალკეულ წონით კატეგორიებს, ამირან პაპინაშვილი (60კგ) რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს 4378 ქულით. ამ წონის ლიდერი იაპონელი რიუჯუ ნაგაიამაა, რომელსაც 5970 ქულა აქვს. კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ლუხუმ ჩხვიმიანი ერთი პოზიციით წინ წავიდა და ამჯერად მე-12 ადგილზეა.

- 66 კგ

ვაჟა მარგველაშვილი რეიტინგში ერთი ადგილით დაქვეითდა. ქართველი ძიუდოისტი 3866 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. წონის ლიდერი ჰიფუმი აბეა, ახალგაზრდა იაპონელს 6100 ქულა აქვს.

- 73 კგ

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ისევ მე-6 ადგილზე დარჩა. ქართველს 4107 ქულა აქვს. ამ წონას იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო ლიდერობს - 6440 ქულა.

- 81 კგ

ზებედა რეხვიაშვილი რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა. ქართველ ძიუდოისტი მე-14 ადგილს იკავებს 2340 ქულით. წონის ლიდერი კი მსოფლიოს ახალი ჩემპიონი საიდ მოლაია, რომელსაც 6499 ქულა აქვს.

- 90 კგ

ამ წონის ლიდერი ნიკოლოზ შერაზადიშვილია, რომელმაც ესპანეთს ოქროს მედალი მოუტანა. შერაზადიშვილს 5889 ქულა აქვს.

ბექა ღვინიაშვილი რეიტინგში დაქვეითდა და ახლა მესამე ადგილზეა. უშანგი მარგიანი კი მე-14 ადგილს იკავებს.

- 100 კგ

როგორც აღვნიშნეთ, ვარლამ ლიპარტელიანი საერთო რეიტინგის ათეულშია. შესაბამისად, ქართველი საკუთარი წონის ლიდერიც არის. ვარლამს 6386 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს მიქაელ კორელს 800 ქულით უსწრებს.

+ 100 კგ

წონისა და საერთო რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი, გურამ თუშიშვილია. თუშიშვილს 7202 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ლუკაშ კრპალეკს 3500-ზე მეტი ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები