Thumbnail

NBA: ჯერ არასდროს მოუხსნიათ მწვრთნელი ასე მალე!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პირველი შემთხვევა NBA-ის 71-წლიან ისტორიაში
  • ფინიქსმა მწვრთნელი გაათავისუფლა

ფინიქსის ხელმძღვანელებმა ისტორიულად მოულოდნელი, მაგრამ ლოგიკური ნაბიჯი გადადგეს: NBA-ის ახალ სეზონში საშინელი სტარტის შემდეგ, სანსის მთავარი მწვრთნელი ერლ უოტსონი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. NBA-ის 71-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა გუნდის მწვრთნელი ასე ადრე, სეზონის დაწყებიდან მხოლოდ სამი თამაშის შემდეგ გაათავისუფლეს.

სანამ ფინიქსის ხელმძღვანელები ახალ მწვრთნელს დანიშნავენ, გუნდს უოტსონის ასისტენტი ჯეი ტრიანო უხელმძღვანელებს, რომელიც კანადის ეროვნული ნაკრების დამრიგებელიცაა.

ფინიქს სანსმა ახალ სეზონში სამივე თამაში წააგო!

პირველ შეხვედრაში გუნდი საკუთარ დარბაზში პორტლენდ ტრეილბლეიზერსთან დამარცხდა (76:124). მერე იყო წაგება ლოს ანჯელესულ გუნდებთან, ლეიკერსთან (130:132), ხოლო შაბათს - კლიპერსთან (88:130).

აქამდე, მთავარი მწვრთნელი ყველაზე ნაადრევად ლეიკერსს ჰყავდა გაშვებული - მაიკ ბრაუნი 2012/2013 წლების სეზონში 5 თამაშის შემდეგ გაუშვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები