Thumbnail

BREAKING: გადაწყვეტილია - ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას აღმასკომმა მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა აირჩია. 

ევრო 2020 პან-ევროპული იქნება, ხოლო ევრო 2024-ის მასპინძლობისთვის ორი ქვეყანა იბრძოდა - გერმანია და თურქეთი. მედიის ინფორმაციით, გერმანია აშკარა ფავორიტი იყო. უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა გამარჯვებული გამოაცხადა - გერმანია. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 10 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. 

უეფას პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გამოაცხადა

ალეკსანდერ ჩეფერინი (უეფას პრეზიდენტი): "ჩვენ ორი ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავდა, ორი ძლიერი საფეხბურთო ქვეყნიდან. სამწუხაროდ, გამარჯვებული მხოლოდ ერთია. ყველაფერი დემოკრატიულად და გამჭირვალედ ჩატარდა, ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის სწორია".

მეორედ გერმანიაში

ევრო 2024 რიგით მე-17 ევროპის ჩემპიონატია ფეხბურთში. ისტორია კი 1960 წლიდან დაიწყო. პირველი ჩემპიონატი საფრანგეთში ოთხთა ფინალი იყო. 1980 წლიდან ევროპის ჩემპიონატი 8 გუნდამდე გაზარდეს. რევოლუციური იყო ევრო 1996, პირველად მონაწილე გუნდების რიცხვი 16-მდე გაიზარდა და ოფიციალურად დამკვიდრდა ტერმინი "ევრო". ევრო 2016 კი პირველი ევროპის ჩემპიონატია, რომელშიც 24-მა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. 

გერმანიამ (როგორც გფრ) ერთხელ - 1988 წელს უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს. თურქეთს არასოდეს უმასპინძლია ევროპის ჩემპიონატისთვის. 

საფრანგეთმა ევროპის ჩემპიონატს 3-ჯერ უმასპინძლა. 2-2-ჯერ უმასპინძლიათ იტალიასა და ბელგიას (ერთხელ დამოუკიდებლად, ერთხელ ჰოლანდიასთან ერთად). 

კომენტარები

ბოლო ამბები