Thumbnail

France Football-მა ნ’გოლო კანტე საფრანგეთის 2017 წლის ფეხბურთელად დაასახელა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩელსის ნახევარმცველმა გამოკითხვაში კილიან მბაპესა და ქარიმ ბენზემას აჯობა.
  • მანამდე კანტემ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-8 ადგილი დაიკავა.

ლონდონის ჩელსისა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე, France Football-ის ვერსიით, საფრანგეთის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელია.

ნ’გოლომ სპეციალურ გამოკითხვაში 90 ქულა მოაგროვა და პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპესა (85) და რეალის ფორვარდ ქარიმ ბენზემას (52) აჯობა.  

კანტე ამ ნომინაციაში შარშანაც საუკეთესოდ იყო - მაშინ ჰავბეკმა უკან ატლეტიკოს თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მოიტოვა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა ჩელსის მაისურით 21 ოფიციალურ მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

კანტემ France Football-ის პრემია "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში მე-8 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები