Thumbnail
  • უეფამ ფეხბურთის ფედერაციის პროექტი დააჯილდოვა
  • ‘ახლა ყურადღება ხარისხზე უნდა გადავიტანოთ’ ამბობს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ყოველწლიურად გასცემს ჯილდოებს მასობრივი ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. უეფა საკუთარი წევრებიდან ტრადიციულად სამს გამოყოფს და მათ სხვადასხვა პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს გადასცემს.

2018 წლის ერთ-ერთი ლაურეატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, რომელმაც უეფასგან სამოყვარულო ფეხბურთის ლიგის პროექტისა და კონცეფციისთვის ვერცხლის პრიზი მიიღო.

მოყვარულთა ლიგის დაწყებამდე, საქართველოში სულ 14 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელი იყო, პროექტის შემდეგ კი ამ რაოდენობას უკვე 8 ათასი მოყვარული მოთამაშე შეემატა.

2015 წლამდე, საქართველოში რეგულარული სამოყვარულო ტურნირები თერთმეტი-თერთმეტზე არასდროს ჩატარებულა. თავიდან საპილოტე გათამაშებაში - თბილისის ლიგაში, ოციოდე გუნდი ჩაება. თუმცა ამ წამოწყებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი გამოხმაურება ჰპოვა და დღეს ქართული სამოყვარულო ლიგა დაახლოვებით 300 გუნდსა და 8 ათას ფეხბურთელს ითვლის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები