Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტობოლს სტუმრად აკჟაიკთან მოაგებინა
  • 32 წლის ფეხბურთელმა ყაზახეთის ჩემპიონატის 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელიც კოსტანაის ტობოლის ღირსებას იცავს, ყაზახეთის ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა. კანკავას და ნიკა კვეკვესკირის გუნდი ყაზახეთის სუპერლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად ურალსკის აკჟაიკს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. 

ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია კვეკვესკირს, რომელსაც ტრავმა აქვს, მატჩის ერთადერთი გოლი კი 32 წლის ქართველმა ჰავბეკმა 81-ე წუთზე, სტუმრების მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. 

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ჩემიონატში სამიდან ორი გოლი კანკავამ სწორედ აკჟაიკს გაუტანა, ჯაბამ პირველად ეს ივლისის დასაწყისში, მე-16 ტურის შეხვედრაში შეძლო, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:1 მოიგო.

კოსტანაის ტობოლს 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. 

ჯაბა კანკავამ ტობოლის ღირსება ყაზახეთის სუპერლიგის 25 მატჩში დაიცვა და 3 გოლის გარდა, 2 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები