Thumbnail
  • დორტმუნდმა ნიურნბერგი გაანადგურა
  • ბორუსია ბაიერნს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება

ბუნდესლიგის მე-5 ტურში, დორტმუნდისა და ნიურნბერგის მატჩი განსაკუთრებული გამოვია - გერმანიის ჩემპიონატში 7:0-ის მსგავსი ანგარიშები იშვიათად ფიქსირდება და ამასაც მხოლოდ მიუნხენის ბაიერნი ახერხებს ხოლმე…

7:0 - სწორედ ასეთი ანგარიშით გაანადგურა ლუსიენ ფავრის გუნდმა ბუნდესლიგაში ახლახან დაბრუნებული ნიურნბერგი. ბორუსიასთვის ეს არის მეორე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება გერმანიის ჩემპიონატში. ცხადია: ასეთ ფორმაში მყოფი დორტმუნდი მიუნხენის ბაიერნისთვისაც საშიშია. თანაც, რეკორდმაისტერმა აუგსბურგთან ქულები დაკარგა (1:1), დორტმუნდი კი მეორე ადგილზე აღზევდა და მიუნხენურ გრანდს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ბოლო დროს, ბუნდესლიგაში ასეთი დამაინტრიგებელი მდგომარეობაც იშვიათია…

მარკო როისმა დუბლი შეასრულა

დორტმუნდელებს პირველივე წუთებიდან ყველაფერი გამოსდიოდათ - თანაც, პირველივე მცდელობებით. მაგალითად, იაკუბ ბრუუნ ლარსენმა და ახრაფ ჰაკიმიმ ბუნდესლიგაში თავიანთი პირველი გოლები, პირველივე დარტყმებით გაიტანეს! შესანიშნავი იყო მარკო როისი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. ნიურნბერგის კარში თითქმის ყველა დარტყმა გოლი იყო - მატჩის მიწურულს აკანჯიმ, სანჩომ და ვაიგლმაც გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მარიო გიოტცე ისევ არ იყო განაცხადში. 

დორტმუნდი 7:0 ნიურნბერგი

გოლები: 1:0 ლარსენი (9), 2:0 როისი (32), 3:0 ჰაკიმი (49), 4:0 როისი (58), 5:0 აკანჯი (74), 6:0 სანჩო (85), 7:0 ვაიგლი (88)

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, ზაგადუ, შმელცერი - ვიტსელი (62. ვაიგლი), დილეინი - პულიშიჩი, როისი (62. კაგავა), ლარსენი (74. სანჩო) - ფილიპი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ბუნდესლიგას?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • ჰოფენჰაიმი
  • გლადბახი
  • შტუტგარტი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები