Thumbnail

გაგამარუ ელიტას დაემშვიდობა, სუმოს ასოციაციამ ტოჩინოშინის ერთი ბრძოლა გამოარჩია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უკვე საბოლოოდ გაირკვა - გაგამარუ მაკუშიტას დივიზიონში დააქვეითეს
  • ტოჩინოშინის გამარჯვება აბისთან ბაშოს ჰაილაითებში

აკი ბაშო დასრულებულია, წლის უკანასკნელი სუპერტურნირი კი ქალაქ ფუკუოკაში 11-25 ნოემბერს გაიმართება. მანამდე, 29 ოქტომბერს ბანძუკე ანუ რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება. სანამ ეს მოხდება, უკვე განისაზღვრა ელიტაში მონაწილე სუმოისტების სია - დადგინდა თუ ვინ გადადის მესამე დივიზიონ მაკუშიტადან ჯურიოს დივიზიონში და ვინ ვარდება.

ჯურიოს და შესაბამისად ელიტას ტოვებენ აკუა, სეირო და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). 212-კილოიანი ქართველი, რომელიც 6.5 წლის წინათ კომუსუბის ტიტულს ფლობდა, 9-წლის შემდეგ ტოვებს ელიტის დივიზიონებს. გაგამარუ ჯურიოს მე-12 ნომერი იყო, მან აკი ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა. 

შემოდგომის ტურნე

სუმოს ასოციაციამ გამოაცხადა შემოდგომის ტურნეს განრიგი სუმოისტებისთვის, რომელთაც მომქანცველი ბრძოლების შემდეგ დასვენება მხოლოდ 3 ოქტომბრამდე აქვთ. 3-ში კი შემოდგომის ტურნე ტოკიოს პრეფექტურიდან იწყება. ტურნეს სუმოს ქარავანი 28 ოქტომბერს შუნანში დაასრულებს. 

აბისთან ბრძოლა გამოარჩიეს

სუმოს ასოციაციამ აკი ბაშოს ყველაზე შთამბეჭდავი ბრძოლების სია გამოაქვეყნა. ტოჩინოშინის ბრძოლები სიაში 4-ჯერ კი მოხვდა, მაგრამ მხოლოდ ერთში ქართველმა ოძეკიმ იმარჯვა - ეს იყო მე-14 დღის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება აბიზე, რომლის წყალობითაც ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული შეინარჩუნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები