Thumbnail

ტოჩინოშინი: იყავით სხვების დამცველები და არა მჩაგვრელები!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტოჩინოშინის მიმართვა პატარა გულშემატკივრებს
  • ლევან გორგაძე სოციალური კამპანიის კეთილი ნების ელჩია

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი შეუერთდა სოციალურ კამპანიას “ძლიერები არ ძალადობენ”. ქართველმა ოძეკიმ და იმპერატორის თასის მფლობელმა თავის პატარა გულშემატკივრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: 

“სიამოვნებით ვუერთდები კამპანიას: ძლიერები არ ძალადობენ. მინდა მივმართო ჩემს პატარა გულშემატკივრებს და ორიოდე სიტყვით გავუზიარო რასაც ვფიქრობ. მერწმუნეთ, ძალადობა და ჩაგვრა უღირსების საქმეა. ნამდვილად ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი არასდროს ძალადობს, არსადროს ჩაგრავს სხვას. ამიტომ, აჩვენეთ სიძლიერის მაგალითი, იყავით სხვების დამცველები და არა მჩაგვრელები”.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ კამპანიას “ძლიერები არ ძალადობენ” ცოტა ხნის წინ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშიაც შეუერთდა.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - იმპერატორის თასის მფლობელი

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - სუმოტორი, ოძეკი, იმპერატორის თასის მფლობელი, ყველასთვის საყვარელი ქართველი სპორტსმენი, PRMC-ის სოციალური კამპანიის - "ძლიერები არ ძალადობენ" კეთილი ნების ელჩია! "მერწმუნეთ, ძალადობა და ჩაგვრა უღირსების საქმეა. საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი არასდროს ძალადობს და ჩაგრავს სხვას. იყავით სხვების დამცველები და არა მჩაგვრელები", - ტოჩინოშინი #ძლიერებიარძალადობენ #სპორტიბულინგისწინააღმდეგ #არდაჩაგროიზრუნე

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on ოთხშაბათი, 26 სექტემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები