Thumbnail

ჭადრაკი | ქართველი ახალგაზრდების სენსაციური თამაში ამერიკელ ვარსკვლავებთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. მეორე ტურში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ნორვეგიელებს დაუპირისპირდნენ. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ჩვენმა გუნდებმა ლიდერების, პირველ დაფაზე მოთამაშე მოჭადრაკეების: ნანა ძაგნიძის და ბაადურ ჯობავას გარეშე ითამაშეს, რაც როტაციით არის განპირობებული. ქალთა ნაკრების პირველ დაფაძე ადგილი ლელა ჯავახიშვილმა დაიკავა, რომელმაც მოიგო თავისი პარტია. ჯავახიშვილს თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი და საქართველოს ქალთა ნაკრებმა 4:0 დაამარცხა მეტოქე.

ვაჟთა პირველ დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილმა გადაინაცვლა და სამწუხაროდ, დათმო პარტია. ივან ჩეპარინოვმა გაათანაბრა ანგარიში. მეოთხე დაფაზე ჯოჯუამ ყაიმი ითამაშა და შეხვედრის ბედი ლევან ფანცულაიას და სებასტიან-იოჰან კრისტიანსენის შეხვედრაში გაირკვა: მოჭადრაკეები ყაიმზე შეთანხმდნენ და საბოლოდ, 2:2.

ბათუმის სპორტის სასახლეში საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს

საქართველოს სხვა ნაკრებებიდან განსაკუთრებით საინტერესო ვაჟთა მესამე გუნდის აშშ-სთან დაპირისპირება იყო, რომელიც ტურნირის პირველი ნომერი და ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. აშშ-ს პირველ დაფაზე მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერი და ამ ოლიმპიადაზე პირველ ნომრად განთესილი ფაბიანო კარუანა ჰყავს, რომელიც 9 ნოემბრიდან, ლონდონში მსოფლიოს პირველ ნომერთან ნორვეგიელ მაგნუს კარლსენთან ბრძოლაში ჩაებმევა და მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს. ასეთ ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველოს მესამე ნაკრები, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრების მოჭადრაკეებით არის დაკომპლექტებული. ქართულმა გუნდმა შეხვერა 1.5:2.5 დათმო, რაც დადებით შედეგად შეფასდა. პირველ დაფაზე ნოე თუთისანმა ყაიმი ითამაშა ფაბიანო კარუანასთან, რაც სენსაციად უნდა შეფასდეს.

ვაჟთა მეორე ნაკრებმა დანიასთან 2.5:1.5 გაიმარჯვა, ქალთა მეორე გუნდმა კი შვედეთს  3.5:0.5 აჯობა. ქალთა მესამე ნაკრები გერმანიას დაუზავდა, 2:2. 

საქართველოს მესამე ნაკრები ამერიკის პირველი ნაკრების წინააღმდეგ

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - ნორვეგია 4:0
1. ლელა ჯავახიშვილი - ოლგა დოლჟიკოვა 1:0 
2. ნინო ბაციაშვილი - ელენ ჰაგესატერი 1:0 
2. ბელა ხოტენაშვილი - ბარფ შეილა საჰლი 1:0 
4. მერი არაბიძე - მონიკა მაჩლიკი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - შვედეთი  3.5:0.5
1. სალომე მელია - ინნა აგრესტი 0.5:0.5 
2. ინგა ჭარხალაშვილი - ჯესიკა ბენგსტონი 1:0 
3. სოფიო გვეტაძე - ანჟელინა ფრანსონი 1:0 
4. მირანდა მიქაძე - მარგარიტა ზარიტოვსკაია 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - გერმანია  2:2
1. ნინო ხომერიკი - ელიზაბეტ პაეტზი 1:0 
2. მარიამ ჯანიაშვილი - ფილიზ ოსმანოდჟა 0:1 
3. ლილე ქორიძე - სარა ჰოლტი 0.5:0.5 
4. თამარ ესაძე - იუდიტ ფუქსი 0.5:0.5

ვაჟები 

საქართველოს პირველი ნაკრები - ნორვეგია 2:2
1. მიხეილ მჭედლიშვილი - არიან ტარი 0:1
2. ივან ჩეპარინოვი - ოლსენ ოლავ ფროდე ურკედალი 1:0
3. ლევან ფანცულაია - სებასტიან-იოჰან კრისტიანსენი 0.5:0.5
4. დავით ჯოჯუა - იოჰან სალომონი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - დანია  2.5:1.5
1. ლუკა პაიჭაძე - ვანგ იაკობ გლადი 0.5:0.5
2. დავით მაღალაშვილი - სიმონ იენსენ-ბეიკერი 0.5:0.5
3. თორნიკე სანიკიძე - მიოლერ ბიორნ ოლშნერი 0.5:0.5
4. გიგა ყუფარაძე - ბუჰლ იონას ბჟერე 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - აშშ 1.5:2.5
1. ნოე თუთისანი - ფაბიანო კარუანა 0.5:0.5
2. ლუკა ობოლაძე  - ვესლი სო 0:1
3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - სამუელ შანკლანდი 0.5:0.5
4. ნიკოლოზ კაჭარავა  - რეი რობსონი 0.5:0.5

კომენტარები

ბოლო ამბები