Thumbnail
  • ჰიუსტონმა ლიდერობა დათმო.
  • ჰარდენს და კომპანიას კრიზისი აქვთ.
  • მაიკ დ’ანტონი: ვესტბრუკის შეჩერება ადვილი არ არის!

ჰიუსტონმა NBA-სი ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ლიდერობა დათმო. დასავლეთ კონფერენციას სათავეში გოლდენ სტეიტი ჩაუდგა, რომელმაც კლივლენდი დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ სამი წაგება ჰიუსტონისთვის კრიზისს ნიშნავს, გუნდის ლიდერი ჯეიმს ჰარდენი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“ყველაფერი წესრიგშია, კარგად ვართ. საქმე ისაა, რომ დაცვაშიც ცუდად ვითამაშეთ და შეტევაშიც არაეფექტიანები ვიყავით. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი,” - განაცხადა ჰარდენმა ოკლაჰომასთან მარცხის შემდეგ და დასძინა: “პანიკის საფუძველი არ არსებობს. ასეთი ჩავარდნები ყველას აქვს ხოლმე. უბრალოდ, მაგრად უნდა ვიბრძოლოთ და ამ პატარა კრიზისს აუცილებლად დავძლევთ.”

ჰიუსტონის წარუმატებელი სერიის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ კრის პოლი ტრავმირებულია. ტრავმის გამოს როკეტსს ლუკ მბა ა მუტეც აკლია.

მთავარი მწვრთნელი მაიკ დ’ანტონი მიიჩნევს, რომ ჰიუსტონი თამაშს მალე გამოასწორებს და ლიდერობასაც დაიბრუნებს: “ჯორჯი, ენტონი და ვესტბრუკი ცუდი კალათბურთელები არ არიან. ისინი შესანიშნავად ისვრიან და ნებისმიერმა გუნდმა საუკეთესო თამაში უნდა ჩაატაროს, რომ მათი შეჩერება შეძლოს. ჩვენ დღეს ეს ვერ მოვახერხეთ!” - განაცხადა როკეტსის თავკაცმა მატჩის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები