Thumbnail

გურამ თუშიშვილი ფინალშია! ქართველი ძიუდოისტის ოთხი იპონი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს სამი მედლით დაასრულებს
  • თუშიშვილმა ოთხი შეხვედრა სუფთად მოიგო და ფინალშია!
  • გურამის მეტოქე აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური იქნება.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ბოლო წარმომადგენელი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

UPDATEპირველი ოქრო 4 წლის შემდეგ - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

ქართველმა ძიუდოსტმა ნახევარფინალურ შეხვედრაში მონღოლი ურენბაიარ ულზიბაიარი დაამარცხა და ფინალში გავიდა. თითო შიდოს მიღების შემდეგ, თუშიშვილმა მეტოქე ორ წუთში იპონზე დააგდო. 

თუშიშვილის შეხვედრა ულზიბაიართან

საგულისხმოა, რომ თუშიშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში უშანგი კოკაურს შეხვდება, რომელიც აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს. დაპირისპირების პირდაპირ ეთერში ნახვა სილქ უნივერსალზეა შესაძლებელი.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი რუმინელ დანიელ ნატეას დაუპირისპირდა. გურამმა მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა, შეხვედრის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე კი იპონზე დააგდო.

თუშიშვილის შეხვედრა ნატეასთან

თუშიშვილს პრობლემა არც მესამე წრეში ჰქონია, სადაც უკრაინელ იაკივ ხამო ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი იპონზე.

თუშიშვილის შეხვედრა ხამოსთან

1/4-ფინალში ქართველი ძიუდოისტი ნიდერლანდების წარმომადგენელ როი მეიერს შეხვდა. გურამმა მეტოქეს ჯერ შიდო მიაღებინა, შეხვედრის დასრულებამდე 38 წამით ადრე კი ვაზარზე დააგდო, რომელიც მოგვიანებით გაუუქმეს. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, 2:05 წუთზე კი თუშიშვილს ვაზარი მეორედაც გაუუქმეს. მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა მიზანს მაინც მიაღწია - 3:30 დამატებულ წუთზე მეტოქე იპონზე დააგდო და ნახევარფინალში გავიდა.

თუშიშვილის შეხვედრა მეიერთან

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დრომდე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია- 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, 60-ში კი ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები