Thumbnail

ლონზო ბოლი სკამზე? ლეიკერსის მწვრთნელს რაჟონ რონდო ურჩევნია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლიუკ უოლტონს ლონზო ბოლის ფორმა არ აკმაყოფილებს
  • ლეიკერსის მწვრთნელი 20 წლის გამთამაშებელს სასტარტო ხუთეულში არ მოიაზრებს

NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე 3 კვირით ადრე, ლოს ანჯელეს ლეიკერსში საკადრო საკითხებზე დიდი დისკუსიებია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სეზონის პირველ მატჩებში ლონზო ბოლი ლეიკერსის სასტარტო ხუთეულში არ იქნება!

როგორც ირკვევა, ლოს ანჯელესელთა მთავარი მწვრთნელი ლიუკ უოლტონი 20 წლის გამთამაშებლის სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა და გადაწყვიტა, რომ ძირითად ხუთეულშუ 32 წლის გამოცდილი რაჟონ რონდო ათამაშოს.

ბოლმა ზაფხულში ტრავმა გადაიტანა, რის გამოც ძალიან დიდი დრო გაუცდა. ჩვენი ამერიკელი კოლეგები წერენ, რომ ახალგაზრდა გამთამაშებელი საუკეთესო ფორმისგან შორსაა. თუმცა, თვითონ კალათბურთელმა “მედიის დღეს” განაცხადა, რომ სრულიად ჯანმრთელია და ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად იტვირთება. შეგახსენებთ, რომ ლონზო ბოლმა წინა სეზონში, ტრავმების გამო, 82 მატჩიდან მხოლოდ 52-ში მიიღო მონაწილეობა.

მომავალ კვირას ლეიკერსი პრესეზონის პირველ მატჩს ჩაატარებს, 18 ოქტომბერს კი, სეზონს პორტლენდთან შეხვედრით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები