Thumbnail
  • სილვიო ბერლუსკონი ახალი კლუბის მფლობელია
  • მილანის ყოფილმა მფლობელმა მონცაში 3 მილიონი ევრო გადაიხადა

იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მესამე ლიგის კლუბი მონცა 1912 შეიძინა - ამის შესახებ დღეს თითქმის ყველა იტალიური გამოცემა წერს. მილანის ყოფილმა მფლობელმა, რომელიც ახლა 81 წლისაა, მონცას აქციების 100-პროცენტიანი პაკეტი იყიდა.

2015 წლიდან მონცას ბიზნესმენი ნიკოლა კოლომბო ფლობდა, რომელმაც კლუბი გაკოტრებისგან იხსნა და სერია D-დან მესამე ლიგაში გადაიყვანა. იტალიური მედიის ცნობით, პრეზიდეტი კოლომბო თანამდებობაზე რჩება, მაგრამ ბერლუსკონი კლუბში მილანის ყოფილ შეფს, ადრიანო გალიანისაც დაასაქმებს.

მედიამაგნატი ბერლუსკონის მიზანია, მონცა სერია A-ში გადაიყვანოს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, მან კლუბში 3 მილიონი ევრო გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ მილანი 2017 წლის აპრილში 740 მილიონ ევროდ გაყიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები