Thumbnail
  • დიეგო სიმეონემ თანამემამულე ლეო ფრანკო დაამარცხა
  • ესპანიოლის კარგი სტარტი ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის ატლეტიკომ იოლად დაამარცხა უესკა. დიეგო სიმეონეს გუნდმა უკვე პირველ ტაიმში გაუტანა მის თანამემამულე ლეო ფრანკოს არაგონულ გუნდს სამი უპასუხო გოლი. თავი ჯერ ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა, რომელსაც ლამის ცარიელ კარში გაატანინეს. მერე შორეული დისტანციიდან თომას პარტეიმ გაიტანა, ბოლოს კი VAR-ის წყალობით კოკეს გოლიც ჩაითვალა. ატლეტიკო 6 თამაშიდან 11 ქულით მესამე ადგილზეა. ტურის დანარჩენი მატჩები 26 და 27 სექტემბერს გაიმართება.

ხიმენესის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საინტერესო ფაქტები

► ატლეტიკომ "ვანდაზე" პირველ ტაიმში სამი გოლი პირველად გაიტანა.

► დიეგო კოშტას ტოპლიგებში უკვე 15 მატჩია არ გაუტანია, ეს მისი ანტირეკორდის გამეორებაა (2010/11).

► თომასის გოლი ატლეტიკოს ფეხბურთელების ზედიზედ გადაბმული 15 პასის მერე გავიდა.

ატლეტიკო 3:0 უესკა

გოლები: 1:0 გრიზმანი (16), 2:0 თომასი (30), 3:0 კოკე (34) 

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ისააკი, ხიმენესი (38. ლ. ერნანდესი), გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა, თომასი, კოკე, ლემარი - დიეგო კოშტა (65. მარტინში), გრიზმანი (53. კალინიჩი)

ესპანიოლი-ეიბარი 1:0

გოლი: 1:0 ერმოსო (68)

სოსიედადი-ვალეკანო 2:2

გოლები: 1:0 იონ ბაუტისტა (5), 1:1 ადვინკულა (31), 1:2 ტრეხო (36), 2:2 ვილიან ჟოზე (78)

კომენტარები

ბოლო ამბები