Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა გერმანიას მეორე მატჩიც მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანიას 3:1 მოუგო
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გერმანიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და კიდევ ერთხელ დაამარცხა მეტოქე, 3:1. გოლები სიმი საიოტმა, ირაკლი თოდუამ და ფუმასამ გაიტანეს.

პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 4:2 სძლია გერმანიას. ორივე მატჩი ჰამბურგში გაიმართა. ავთანდილ ასათიანი გერმანიასთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში შემდეგ ფეხბურთელებს დაეყრდნო: კუპატაძე, სებისკვერაძე, სიმი, რონინიო, ნიშნიანიძე, ბუკია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თოფურია, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი, ფუმასა.  

კომენტარები

ბოლო ამბები