Thumbnail

საჭადრაკო ოლიმპიადა | პირველ ტურში საქართველოს 6-ვე ნაკრებმა მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა მოჭადრაკეებმა პირველ ტურში წარმატებით ითამაშეს
  • წინ კიდევ 10 ტურია

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველო უმთავრეს საჭადრაკო ფორუმზე 6 ნაკრებით ასპარეზობს: აქედან 3 ქალთა, ხოლო 3 ვაჟთა გუნდია. 

საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 სძლია მეტოქეს. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით გაიმარჯვა. ასევე თეთრებით მოიგო ბელა ხოტენაშვილმა, შავი ფიგურებით მოთამაშე მერი არაბიძემ კი მეოთხე დაფაზე დაამარცხა მეტოქე. შედარებით იოლი მატჩი ჰქონდათ ვაჟებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ შშმ პირთა ნაკრებს ეთამაშნენ. ბაადურ ჯობავამ შავი ფიგურებით ყაიმი ითამაშა, დანარჩენებს კი გამარჯვება არ გასჭირვებიათ. 

ქალთა მეორე ნაკრებმა დამაჯერებლად, 4:0 აჯობა სამხრეთ აფრიკას. ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვა მესამე ნაკრებმა სეიშელის კუნძულების წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ქალთა და ვაჟთა მესამე ნაკრებები 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული. საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს ექვსივე ნაკრებმა გაიმარჯვა. წინ კიდევ 10 ტურია. 

საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმის სპორტის სასახლეში

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები 3:1 სამხრეთ კორეა
1. ნანა ძაგნიძე - ჩენგჟ ვონგი 1:0
2. ლელა ჯავახიშვილი - როზა ელინულა 0:1
3. ბელა ხოტენაშვილი - საიონ ლი 1:0
4. მერი არაბიძე - იუბინ კიმი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები 4:0 სამხრეთ აფრიკა 
1. ინგა ჭარხალაშვილი - ჯესი ნიკი ფებრუარი 1:0
2. სოფიო გვეტაძე - დენის ბოუჰი 1:0
3. სოფიკო ხუხაშვილი - რებეკა სელკირკი 1:0
4. მირანდა მიქაძე - ჩარლი ვან ჟილი 1:0


საქართველოს მესამე ნაკრები 4:0 სეიშელის კუნძულები 
1. ნინო ხომერიკი - ლიზა ადელინე 1:0
2. მარიამ ჯანიაშვილი - რაშელ ჰორეუ 1:0
3. ლილე ქორიძე - დერიკა ფიგარო 1:0
4. თამარ ესაძე - კლადუია ბერნარდეტე კონტორეტი 1:0

ვაჟები 

საქართველოს პირველი ნაკრები 3:5:0:5 შშმპ ნაკრები 
1. ბაადურ ჯობავა - იეჰუდა გრენფილდი 0.5:0.5
2. მიხეილ მჭედლიშვილი - ვიქტორ ვარეჟკინი 1:0
3. ლევან ფანცულაია - ლუის მარტინი 1:0
4. დავით ჯოჯუა - თომას იანკუნასი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები 3.5:0.5 ლიხტენშტეინი 
1. დავით მაღალაშვილი - რენატო ფრიკი 1:0
2. თორნიკე სანიკიძე - მარსელ მანჰარტი 0.5:0.5
3. ირაკლი ბერაძე - ანდრას გულერი 1:0
4. გიგა ყუფარაძე - დეჟან იელიჩი 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები 4:0 მაკაუ 
1. ნოე თუთისანი - მენგ კაი ვონგი 1:0
2. ლუკა ობოლაძე - ჰინ სიკ იონგი 1:0
3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - კუან ტონგ მაკი 1:0
4. ნიკოლოზ კაჭარავა - ჟოელ ცელისი 1:0

კომენტარები

ბოლო ამბები