Thumbnail

ვის მისცეს ხმა ფიფას გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა და კაპიტანმა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჯაბა კანკავას რჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები
  • ვლადიმირ ვაისის რჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები

ლონდონში The Best FIFA Football Awards-ის ცერემონიალზე ლუკა მოდრიჩი წლის საუკეთესო მოთამაშედ დააასახელეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად დიდიე დეშამი აირჩიეს. 

ვნახოთ, ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა. 

ჯაბა კანკავამ პირველ ადგილზე ლუკა მოდრიჩი დაასახელა, მეორეზე კრიშტიანო რონალდო, ხოლო მესამე ადგილზე ლიონელ მესი. 

ვლადიმირ ვაისის რჩეულიც ლუკა მოდრიჩია, მეორე ადგილზე ლეო მესია, ხოლო მესამეზე კრიშტიანო რონალდო. 

ქართული მედიის რჩეული კრიშტიანო რონალდო იყო. მეორე ადგილზე კევინ დე ბრუინი გავიდა, მესამეზე ლუკა მოდრიჩი.

მწვრთნელებში კანკავამ უპირატესობა დიდიე დეშამს მისცა, მეორე ადგილზე ზინედინ ზიდანია, მესამეზე კი ხოსეპ გვარდიოლა.

ვაისმა კოლეგებში ხოსეპ გვარდიოლა გამოარჩია, მეორე ადგილზე დიდიე დეშამი დააყენა, ხოლო მესამეზე მასიმილიანო ალეგრი.

ქართული მედიის რჩეული მწვრთნელი ზინედინ ზიდანია, მეორე ადგილზე ხოსეპ გვარდიოლაა, მესამეზე რობერტო მარტინესი. 

კომენტარები

ბოლო ამბები