Thumbnail
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანიას 4:2 მოუგო
  • მეორე შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგშია, სადაც ორი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა. პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა 4:2 სძლია მეტოქეს.

საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები რონინიომ, კუპატაძემ, საიოტმა და თოდუამ გაიტანეს. მატჩი ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. გუნდები მეორე ამხანაგურ შეხვედრას ასევე ჰამბურგში 25 სექტემბერს გამართავენ.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: კუპატაძე, სებისკვერაძე, სიმი, რონინიო, ნიშნიანიძე

სათადარიგოები: ბუკია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თოფურია, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი, ფუმასა

კომენტარები

ბოლო ამბები