Thumbnail

ვესტ ჰემის გარეშე ისტ ენდი კვდება, როგორ ენატრებათ უბანში საკუთარი კლუბი...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 🎧 მუსიკა განწყობისთვის
  • როგორ დატოვა ვესტ ჰემმა სახლი და რის გამო...
  • კლუბის ისტ ენდიდან წასლივს შემდეგ, უბანში ბევრი წვრილი ბიზნესი მოკვდა!

აღმოსავლეთ ლონდონის ბოლო ჯენტრიფიცრებული ადგილი ბოლეინ გრაუნდია, მიწა, რომელზეც 112 წლის მანძილზე ვესტ ჰემ იუნაიტედი სახლის მატჩებს თამაშობდა. ოდესღაც, აქ ყველაფერი ფეხბურთის კლუბთან იყო დაკავშირებული - მაღაზიები, საცხობები, სასადილოები, პაბები, 'ფანზინების' დახლები, დონერის კუთხეები... ათეულობით პატარა ბიზნესი.

ეს ყველაფერი 2013 წელს გაქრა, მასშემდეგ რაც ვესტ ჰემის აქციონერებმა დევიდ გოლდმა და დევიდ სალივანმა, კლუბის აღამასრულებელ დირექტორთან - კარენ ბრეიდისთან ერთად გადაწყვიტეს, რომ კლუბი ბოლეინიდან, რამდენიმე მილის მოშორებით სტრაფორდში - ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გადასულიყო.

ოლიმპიურზე გადასვლა, ტოტენჰემ ჰოთსპურსაც სურდა, თუმცა 99 წლიანი იჯარის უფლება ვესტ ჰემმა მიიღო. კონკურენტი კლუბები - ტოტენჰემი და ლეიტონ ორიენტი, ლონდონის მერიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარენ ბრეიდის კონტაქტებმა მოაგვარა.

თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან არაკანონიერი არაფერი იდგა. მაგრამ შეიძლება ტოტენჰემისთვის ასეც ჯობდა, კლუბი ახალ სტადიონს ძველი ადგილზე აშენებს (თითქმის დასრულებულია) და ის არ ემუქრება, რაც დღეს ვესტ ჰემის გარშემო ხდება.

ვესტ ჰემის ღვინის ფერში 'დაბრენდილი' ოლიმპიური პარკი, ახლოსაც არ არის იმასთან, იმ ატმოსფეროსთან რაც ლონდონის ერთ დროს ყველაზე ძვირი ბილეთის მქონე სტადიონზე - აპტონ პარკზე, იგივე ბოლეინზე ნახავდით. აპტონი 1904 წელს აშენდა და სახელი ბოლეინი, ინგლისის მეფის ჰენრი მერვეს მეორე ცოლის - ანა ბოლეინის გამო შემორჩა, როგორც ამბობენ ამ უბანში მწვანე ქუჩის სახლში, იგივე ბოლეინის ციხესიმაგრეში ანა ბოლეინი რაღაც პერიოდი ცხოვრობდა.

კლუბმა ბოლეინზე 112 წელი ითამაშა, ახლა კი ზედ კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობა მიმდინარეობს. "როდესაც ფარდას ვწევდი, ყოველ შაბათს ათასობით ადამიანს ვხედავდი. ზოგჯერ ფეხბურთელებიც შემოდიოდნენ, მაგალითად ბოლოს ჩვენი მთავარი მწვრთნელი გვსტუმრობდა (მაშინ - სლავენ ბილიჩი)" ამბობს და პატრისია, რომელიც აპტონ პარკთან მდებარე მართმადიდებულ ეკლესიაში მსახურობს.

"ვამაყობდი ჩვენი გუნდით, თამაშის დღეს გარედან ბურგერების სუნი შემოდიოდა - ეს სუნი მენატრება, მაგრამ ახლა გარეთ აღავინაა, დაცარიელდა აქაურობა. ზოგჯერ მინდა, რომ იმ ახალ სტადიონზე წავიდე და ვყვირო 'რატომ წახვედით?'"

'ნათანის ღვეზელის' მეპატრონე რიჩარდ ნათანი ამბობს, რომ მისი საქმე ნელ-ნელა კვდება "ოჯახმა ბოლეინთან ბიზნესი 1927 წელს დაიწყო, მე მეოთხე თაობის ნათანი ვარ, ვინც ამ სასადილოს მართავს. აქ ხალხს შვილები მოჰყავს, დღევანდელი მშობლებიც ოდესღაც აქ საკუთარ მამებს მოჰყავდათ... თაობებია გაზრდილი ჩვენს ღვეზელზე, ეს უბრალოდ ბიზნესი ალბათ აღარ არის, ყველა ეს ათეულობით ათასი ადამიანი ოჯახივით ვართ."

"ჩვეულებრივ დღეს 100-200 ღვეზელს ვყიდიდით, ძირითადი შემოსავალი კი მატჩის დღეს გვქონდა, როდესაც 1000 ღვეზელამდე იყიდებოდა. ჩვენთან შემოსვლა, ბოლეინის პაბში ლუდის ყიდვა, შემდეგ პროგრამის შეძენა - ეს რიტუალივითაა. დღეს კი ეს ატმოსფერო აღარ არსებობს..." აცხადებს ნათანი. "ხელმძღვანელობა გვპირდებოდა, რომ კლუბს ჩვენ - მცირე ბიზნესებიც გავყვებოდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა."

ცუდ დღეშია სტადიონთან მდებარე სახელგანთქმული ბოლეინის ტავერნა, სადაც მატჩის დღეს 400-500 ადამიანი იკრიბებოდა "მთელი უბანი იცვლება, ვესტ ჰემის აქედან წასვლით, ცნობილი ისტ ენდური დალევის კულტურა კვდება" ამბობს ბოლეინის რეგულარული სტუმარი კოლინ ბარნეტი "ჩვენი ტავერნა წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა კლუბს, ათწლეულებია აქ სტუმარი გუნდის ქომაგი არ შემოგვიშვია!"

"კი, ახალი პერიოდი, მეტი ფული, ბლა-ბლა-ბლა... მაგრამ ამ ბოლეინის ატმოსფეროს ვერაფერი დააბრუნებს და ვერაფერი შეცვლის!" ამბობს რონი 'ტიკერ' ბოისი, ვესტ ჰემის ნახევარმცველი 1959-73 წლებში.

 კენის კაფე

 უბანში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა კენის კაფე ისევ ისეთია, როგორიც ადრე. ვესტ ჰემის ისტ ენდში ყოფნას არც დიდი ბრენდები ივიწყებენ, მაგალითად 23 სექტემბერს ფრედ პერიმ თავისი ცნობილი პოლოს M12-ის საიუბილეო თარიღზე კენის კაფე დაიქირავა, სადაც ვესტ ჰემის ფერებში შეკერილი კლასიკური დიზაინის პოლოს პრეზენტაცია მოაწყო.

ფრედ პერის ინსტალაციები კენისთან 6 ოქტომბრამდე გაჩერდება. ბრიტანული გამოცემა მუნდიალი, რომელიც ფეხბურთის კულტურას აშუქებს კაფეს ესტუმრა და იქ შეკრებილ მომხმარებლებს გაესაუბრა.

აღმოჩნდა, რომ კენის კაფეში, თამაშის დღეს მაინც ბევრი ქომაგი დადის, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტადიონი აქედან თითქმის 10 კილომეტრის დაშორებითაა.

სტიუარტი: ირლანდიელი ვარ, ვესტ ჰემის დუბლინური ფან-კლუბის წევრი...

ასიფი: მთელი ჩემი ადრეული საფეხბურთო მოგონენები, ამ კაფეს უკავშირდება...

მაბილე: ვესტ ჰემი მიყვარს! ყოველთვის კარგ ფეხბურთს თამაშობენ. საფრანგეთიდან ვარ და 1976 წლიდან, სეზონში 6-7 თამაშზე ჩამოვდივარ...

სკოტი: ზაფხულში ვხედავ ხოლმე ხალხს ფრედ პერის პოლოში, ვესტ ჰემის ფერებით... სულ მიკვირდა სად შოულობდნენ...

კეროლი: აქ ვმუშაობ 51 წელია, ანუ 49 სეზონი! 50 სეზონი არ გამომივიდა, მაგრამ არაუშავს, ამ ადგილთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს...

 🍻 რატომ გაბრაზდნენ ფანები?

ფანები თავს მოტყუებულად გრძნობენ, ახალ სტადიონზე გადასვლის სანაცვლოდ, მათ ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთს დაპირდნენ, თუმცა ვესტ ჰემის გარშემო მსგავსი არაფერი იგრძნობა.

ბოლეინის ბოლო სეზონი (2015-16), ვესტ ჰემმა მეშვიდე ადგილზე დაასრულა, ხოლო შემდეგ ჯერ მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო ბოლოს, განვლილ სეზონი მეცამეტე ადგილით და დიდი არეულობებით დამთავრდა.

"თქვენ უფრო დააზიანეთ ლონდონის ისტ ენდი, ვიდრე ჰიტლერის ბომბებმა..."

ამ ვნებათაღელვას ჯერ სემ ელერდაისი შეეწრია, რომელიც მფლობელების აზრით ჩემპინშიფიდან ამოსვლისთვის კი საკამრისი იყო, მაგრამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიყვანდა; შემდეგ ჯერ სლავენ ბილიჩზე მიდგა, შემდეგ დევიდ მოიესზე და ახლა მანუელ პელეგრინიც წვალობს...

განვლილი სეზონი ვესტ ჰემისთვის რთული იყო, ამ ყველაფრით განაწყენებული ფანები, რომლებიც თითქმის ორმაგი ტევადობის, ოლიმპიურ სტადიონზე იმ ატმოსფეროს ვერ გრძნობენ, რაც ბოლეინზე ჰქონდათ, ბარნლისთან მატჩში მოედანზე შეიჭრნენ და პროტესტის გამოხატვა ამ ფორმით სცადეს.

"ოცნება გაგვიყიდეთ და შემოგვტენეთ კოშმარი!"

ყველასთვის მოულოდნელად, 'მისტერ ვესტ ჰემი', კლუბის ლეგენდა - მარკ ნობლი შემოჭრილ გულშემატკივრებს დაერია და ერთ-ერთი მათგანი მინდორზე დაანარცხა კიდეც.

ვესტ ჰემი დღეს 6 მატჩში, 4 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან 2 ქულა აშორებს. ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთის ილუცია, დღეს აქ უკვე აღარავის აქვს და ხლახი ნელ-ნელა სარბენ ბილიკიან მოედანზე ცხოვრებას ეგუება...

სხვა რა გზა აქვთ? სახლი დაუნგრიეს და კლუბი იჯარის წესით და დიდი ფეხბურთის მოსვლის იმედით, ოლიმპიურ პარკზეა მიკერებული, სადაც ყველაფერი ისეთივე პლასტმასისაა, როგორც ბევრი რამ თანამედროვე ფეხბურთში.

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

ვესტ ჰემის ბოლო მატჩი ბოლეინზე - გალერეა

📝 თუ ბოლომდე წაიკითხე, ესეც მოგეწონება...
 

კომენტარები

ბოლო ამბები